პლურალიზმი და მისი როლი საზოგადოებაში


  • ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფმხედველბების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას.

1). პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. პ-ის ცნება პოლიტიკური ხელისუფლების დაყოფასაც გულისხმობს, რაც ზღუდავს ხელისუფლების თითოეული შტოს მოქმედებას. ვინაიდან პოლიტიკური პ-ის წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ორგანოების მიერ და სხვადასხვა მეთოდით, ის პოლიტიკურ სტაბილურობასთან ასოცირდება, რადგან საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებმა საშუამავლო როლი შეასრულონ. პ-ის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების მოწონება და პატივისცემა (სოციალური ტრადიციების, რელიგიური და მორალური რწმენის და ა.შ.), ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, .   თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად.                                                                        საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური (იხ. შემწყნარებლობა, შეუწყნარებლობა) დამოკიდებულება. პ მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან, იგი ეფუძნება დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის ლიბერალურ (იხ. ლიბერალიზმი) იდებს, რომელთა მიხედვით, საზოგადიებაში უნდა ბატონობდეს, თუ არა შემწყნარებლობა, ხელის შეწყობა მაინც კონსტიტუციური სამართლისა და ინსტიტუტების ორგანიზმის და საქმიანობის დონეზე და ითვალისწცინებდეს, რომ დღეს ნებისმიერ სახელმწიფოში არ არის პოლიტიურ შეხედულებათა ერთიანობა, ხოლო ერი-სახელმწიფო არ არის მხოლოდ ერთი ერის უსაზღვრო ბატონობა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ყველა სახელმწიფოსაგან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და სხვა ჯგუფების კულტურული, სოციალური ენობრივი, ადათჩვეულებითი წესების აღიარებასა და დაცვას.                 პლურალიზმი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. პ. კეთილისმყოფელ ატმოსფეროს ქმნის ინოვაციებისა და საზოგადოების ღიაობისათვის, ხელს უშლის სტაგნაციას, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების არაეფქეტურ ფუნქციონირებასა და განვითარებას, აძლიერბს თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას, შესაბამისად, ხელს უწყობს სოციალური და პილიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.                                                                                     პ. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის არსებით მოქმედ პირებად სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც აღიარებს. პ.-ის მიმდევრების აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სკოლა, რეალიზმი, ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოებებს შორის არსებული ურთიერთკავშირი სუსტი იყო და ძირითადად სახელმწიფოთაშორის კავშირებზე დაიყვანებოდა. პლურალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ურთერთდამოკიდებულების გაღრმავებამ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოების როლი შეამცირა. პლურალისტები რეალისტებზე მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესწავლას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო ფართო შესაძლებლობებს აჩენს. პლურალისტების თვალსაზრისს აძლიერებს ისეთი გლობალური პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და გარემოს დაბინძურება, რომელთა გადაწყვეტა რეალისტების სახელმწიფოცენტრული მიდგომით შეუძლებელი ჩანს.

პლურალიზმი მარნეულში, სადაც უამრავი განსხვავებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი და რელიგიურად განსხვავებული ჯგუფები ცხოვრობენ თანაარსებობაში და ჰარმონიულ ცხოვრებაში არანაირი პრობლემას არ ქმნის. ისინი ერთად ზრუნავენ ქალაქის განვთარებაში და თითოეული მათგანის მოსაზრება აზრთა მრავალფეროვნებას ქმნის.

მარნეულში არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაციები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები ერთად მუშაობენ და ერთად ეძებენ რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. ისინი მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ეკოლოგია, ბავშთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, კულტურულ ძეგლთა დაცვა და ასე შემდეგ.  ამ საკითხებში ყველას სხვადასხვა მოსაზრება და მიდგომა გააჩნია საქმისადმი, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,თითოეული მათგანის აზრი ყოველთვის არის აღიარებული. სწორედ აზრთა მრავალფეროვნება და მათი აღიარება არის პოლიტიკური პლურალიზმი.

Advertisements

5 comments on “პლურალიზმი და მისი როლი საზოგადოებაში

    • მადლობა 🙂 . მალე უფრო ნაკლებად იქნება ეს პრობლემა საზოგადოებაში. ნელ-ნელა განვითარდება საზოგადოება გონებრივად, მათ უკვე ექნებათ იმის ძალა,რომ თქვან უარი რაც არასწორად მიაჩნიათ და რაც სწორად მიაჩნიათ მისი სიტყვიერად გამოხატვა,და არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ, თავიანთი აზრების განხორციელებაც კი. მე ამისი მჯერა, რადგან სწორედ ჩვენ ახალგაზრდა თაობა ვქმნით საზოგადოებას,ალბათ დამეთანხმები იმაში,რომ მართლა საღად მოაზროვნე ახალგზრდა თაობა არის დღევანდელ საქართველოში.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s