ნოვრუზ ბაირამი


ნოვრუზი _ სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს. ნოვრუზს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ და შესაბამისი წესებით აღნიშნავენ.

დღისა და ღამის გათანასწორების, ფრინველთა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ 21 მარტს მიიჩნევენ. ერთი სიტყვით, “ნოვრუზი”  მრავალ ქვეყანაში (ახალი დღის) მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

შუა აზიასა და ანატოლიაში მცხოვრები თურქები, ირანელების მსგავსად, ამ დღეს ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ. დღისა და ღამის გათანასწორება  ჩვენი წელთააღრიცხვით 21 მარტს და რომაული კალენდრის მიხედვით 9 მარტს ემთხვევა.

,,ნოვრუზ ბაირამობა მარტის დასაწყისში იწყება ჩვენთან და  ყველა კვირის დღეს სხვადასხვა დატვირთვა აქვს, არის მიწის დღე, არის წყლის, არის ცეცხლის ანუ ნათების დღე. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ჩვენ გაზაფხულის დადგომასა და ახალი ცხოვრების დასაწყისს ავღნიშნავთ. ყველ ერთმანეთს ბარაქასა და სიკეთეს უსურვებს. აუცილებლად ყველა ოჯაში უნდა იყოს ამ დღეს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება ფერად–ფერადი კვერცხები, ცხვება ტკბილეული, იშლება სუფრა და ყველა ზეიმობს.

  • „ნოვრუზ ბაირამობას“ ანუ გაზაფხულის დღესასწაულზე, სამი სახის ნამცხვარი მზადდება, ესენია: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში ვალაგებთ. index„შაქარბურა“, ეს არის უტკბო ცომში გახვეული შაქრის და ნიგვზის გული.
  • sekerburaფახლავა“–ფენოვანი ცომის ფენებს შორის შაქრისა და კაკლის გული.       baked-baklava  გოღალი“ მზადდება უტკბილო ფენოვანი ცომისაგან. 4
  •          ეს არის სამანი, ხორბლის ჯეჯილი. მარცვალს ვყრით წყლით სავსე თეფშში და ველოდებით. 21 დღეში ასეთი ჯეჯილი, ანუ სიცოცხლე, ამოდის
  • KONICA MINOLTA DIGITAL CAMERAდღესასწაულის თვეში ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას “უსკუსაც” ეძახიან. თვის ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) მამაკაცები სასაფლაოზე გადიან, სურა “ფათიჰას” კითხულობენ და შემდეგ სახლში ბრუნდებიან. დედაკაცები ხალვით, ფლავითა და სხვადასხვა საჭმელებით საფლავების მოსანახულებლად გადიან. ისინი იქ ყურანს კითხულობენ, ღარიბებს უნაწილებენ და უკან ბრუნდებიან.”აჰირ ჩარშამბის” ერთ-ერთი აუცილებელი ადათი სახლისა და ჭურჭლეულის საგანგებო წესებით დასუფთავება-გარეცხვაა. ასევე მნიშვნელოვანი წესია “წყალში ბეჭდის ჩაგდება”. ოთახის შუაში წყლით სავსე ტაშტს ქალიშვილები შემოუსხდებიან და ბეჭდებს შიგ თითო-თითო ყრიან. ბოლოს ერთი მათგანი ტაშტიდან ბეჭედს ამოიღებს. ვისი ბეჭედიც ამოყვება, მისთვის ის წელი ბედნიერი იქნება.ნოვრუზის დღესასწაულზე მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე მოიყრიან თავს და ერთმანეთს მიულოცავენ. საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ისინი ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საჭმელებს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ. ამ დღეს ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.nrbrმარნეულში, სადაც მე ვცხოვრებ ყოველ წელს საკმაოდ შესანიშნავად იმართება ეს დღესასწაული, მაგალითად შარშან ასე აღინიშნა: ბავშვები და ახალგაზრდები ოჩოფეხებზე შემდგარ მოძრაობის  თეატრის მსახიობებს ყიჟინით დასდევდნენ უკან. ირგვლივ საზის, თარისა და ზურნის  გამაბრუებელი ხმა ისმოდა. საერთო სახალხო დღესასწაული ენერგიულად და ხმაურიანად მიდიოდა წინ.
    ქალაქის ცენტრში გაიმართა კონცერტი, რომელზეც აზერბაიჯანიდან სპეციალურად ჩამოყვანილმა ქართველმა მომღერალმა მანანა ჯაფარიძემ, სხვა აზერბაიჯანელ შემსრულებლებთან ერთად იმღერა.აღსანიშნავია, რომ ,,ნოვრუზ ბაირამზე’’ მარნეულში მანანა ჯაფარიძის კონცერტიც  წლების განმავლობაში უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სახალხო დღესასწაულად ორიოდე წლის წინ ოფიციალურად გამოაცხადა.
,,ნოვრუზ ბაირამი პრეზიდენტმა სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოაცხადა და მას შემდეგ აღინიშნება ეს დღე ასე ფართოდ. შემდგომ იუნესკომაც გამოაცხადა საერთაშორისო დღედ.მოხარული ვარ, რომ საქართველოც თანამეგობრობის ნაწილია და იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ჩვენ გვაქვს.

Advertisements

3 comments on “ნოვრუზ ბაირამი

    • ,,Individual” მარნეულში ჩამოდი ნოვრუზ ბაირამის დროს, ყოველ წელს დიდი სუფრა იშლება მარნეულის ცენტრში, დასწრება თავისუფალია 🙂 ამ ჩამოთვლილი კერძების, გარდა კიდევ უფრო გემრიელი კერძები იქნება სუფრაზე, აზერბაიჯანული სამზარეულოდან 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s