სტერეოტიპი და ცრურწმენები


სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გარკვეული სოციალური ჯგუფის,ეროვნების, რასის, კულტურის ან პიროვნების მიმართ, ანუ მოსაზრება, რასაც ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში იგი არის წინასწარ შექმნილი უარყოფითი წარმოდგენა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ხალხთა შორის და დისკრიმინაცია. იგი ვიღაცის დაუსაბუთებელი უბრალო ნათქვამია… ადამიანები, არც კი ეძებენ დამტკიცებას, პირდაპირ სჯერათ არსებული მოსაზრების… ანუ გაგონილის მიხედვით უჩნდებათ სტერეოტიპები ხალხში… მაგალითად მე მქონდა სტერეოტიპი, რომ სომხები ძუნწი, უსუფთაო და არატოლერანტი ხალხი არის, რატომ მქონდა ეს სტერეოტიპი? იმიტომ, რომ გაგონილი მქონდა სხვებისგან, იმიტომ, რომ უმრავლესობა თანახმა იყო ამ მოსაზრების, ანუ მე მქონდა წინასწარი წარმოდგენა, რაიმე კვლევის გარეშე. უარყოფით სტერეოტიპებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ინდივის ცხოვრებაზე, მაგალითად შესაძლებელია ამ სტერეოტიპის შედეგად კონფლიქტი მოგივიდეს სხვებთან, და ზიზღი გვქონდეს სხვა ხალხის მიმართ, რაც უსაშინელესი გრძნობა და თვისებაა ადამიანში. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა ამგვარი სტერეოტიპის დაძლევა, ამ შემთხევაში კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა ამისთვის არის ურთიერთობა იმ ხალხთან! კონტაქტის დროს, უკვე ხვდები რამდენად ჭეშმარიტია, უმრავლესობის მოსაზრება იმ ხალხის მიმართ. მე მიხარია, რომ ასეთი შანსი მომეცა, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავდა იმ ეროვნების მეგობრები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოვხდი ბანაკში, სადაც ასევე იყვნენ სომეხი ბავშვებიც. ერთ-ერთ სომეხი ბავშვი იყო, ჩემი ოთახის მეგობარი, რამდენიმე დღეში კარგად გავიცანი ის ბავშვი, და ღვთის ნებით დავუძლიე ამ სტერეოტიპს, მივხვდი, რომ ზოგჯერ არ უნდა დავიჯერო უმრავლესობის აზრი, რაიმე, ფაქტის შესახებ, სანამ გავარკვევ და ვიმსეჯელებ. images (4)

სტერეოტიპები არ არის მხოლოდ და მხოლოდ განსხავებული რასისა და ხალხის მიმართ, არსებობს გენდერული სტერეოტიპებიც, მაგალითად, თუ კი ამბობ, რომ კაცები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ქალები ეს უკვე ითვლება სტერეოტიპად, ანუ შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა, მაგრამ ასე ამბობ, რატომ? იმიტომ, რომ წინასწარ გაგონილი გაქვს, და რამოდენიმე ცოცხალი მაგალითიც გინახავს, და ამბობ, რომ ყველა კაცი ნებისმიერ ქალზე ძლიერია… ასეთი სახის გენდერული სტერეოტიპებიც უნდა დავძლიოთ, რადგან ზოგიერთი სპორტსმენი ქალისთვის ეს მოსაზრება შეურაცხყოფად ითვლება 🙂 .images

სტერეოტიპები აძლევს ადამიანს საშუალებას აღიქვან კონკრეტული საგანი ისე, როგორც წარმოუდგენიათ სხვა მსგავსი საგნებიდან გამომდინარე. იგი აკარგვინებს ადამიანს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს და ის აღიქვამს ყველაფერს ისე, როგორც აღიქვამენ სხვები.images (5)

სტერეოტიპები ყოველთვის უარყოფითი არ არის, არსებობს მხიარული სტერეოტიპებიც 🙂 რომლის მომხრე, ალბათ ყველანი ვიყავით ბავშვობის პერიოდში, მაგალითად: კლასში სათვალე, ვისაც ეკეთა სხვებისაგან გამორჩეული და ჭკვიანი გვეგონა 🙂 . ვინც, წინა მერხზე იჯდა ის ყოველთვის ათოსანი გვეგონა, და ვინც ყველაზე ბოლო მერხზე იჯდა, ის ოროსანი 🙂 … ასევე  არსებობს დადებითი სტერეოტიპებიც… მაგალითად:

*გერმანელები პუნქტუალურები არიან.

*იტალიელები კარგი მზარეულები არიან

*შავკანიანები კარგი მოცეკვავეები არიან და ასე შემდეგ…

ყოველი ადამიანი აღარ განიხილავს, ყველა სტერეოტიპს დაწვრილებით… უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა, ანუ სოციუმში უკვე დამკვიდრებულია ესენი, მორჩა და გათავდა… სწორედ ეს არის სოციალური სტერეოტიპის დადებითი მხარე, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. ასეთი სახის სტერეოტიპების დაძლევა არც კი სჭირდება საზოგადოებას, რადგან სრულიად დადებითია და არც რაიმე პრობლემის მომტანია.

სტერეოტიპს, რომ ჩვენი ცრურწმენები შევადაროთ ალოგიკური რაღაც იქნება, რადგან შეიძლება არ იყო ცრუმორწმუნე ან პირიქით მაგრამ მაინც გექნება რაღაც სტერეოტიპი. ვფიქრობ, რომ ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი რომელიც არ ეთანხმება რაიმე სტერეოტიპს, მაგრამ ბევრია ისეთი პიროვნებები, ვისაც ცრურწმენები არ გააჩნიათ.

რა არის ცრურწმენა?

უძველეს დროიდანვე თითქმის მთელ კაცობრიობას სჯეროდათ ცრურწმენების, რომელებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჭეშმარიტებასთან. ადამიანებს, შიშის, სასოწარკვეთილობის გრძნობის და რა თქმა უნდა უძველესი ტრადიციების გამო, ზებუნებრივი მოვლენების სჯეროდათ. ასეთი სახის რწმენას ცრურწმენა ეწოდება.

მე თუ მკითხავთ ცრურწმენების საფუძვლად დგას საზოგადოების გაუნათლებლობა. მაგალითად, ზოგიერთი რამ, რაც უნდა რომ ვიცოდეთ, გვასწავლიან  შიშის მეთოდით.

მაგალითად შავი კატა, ცოცხი, რიცხვი 13, ასეთი სახის ცრურწმენები ევროპის ძალისხმევა იყო, რათა ხალხმა დაივიწყოს ფაგანიზმი.
აღმოსავლეთში არსებული ცრურწმენები, კი უფრო სწავლების მიზნით იყო გამოგონილი. იმ პერიოდში, როდესაც დენი არ იყო გავრცელებული ყველგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვიღაცა თუ ჭრიდა ფრჩხილებს, კარგ შედეგს ვერ იღებდა. ამიტომაც, ღამით ფრჩხილის მოჭრა, კარგი, რომ არ არის ამას სხადასხვაგავარად ასწავლიან ხალხს…загруженное (5)

ამბობენ, რომ დანის ჩუქება, ცუდის მომასწავლებელია, უბედურებები მოჰყავს, არავის არ აჩუქოთ დანა და ასე შემდეგ, ამ ცრურწმენის შექმნის ისტორია ასეთია: უძველეს დროში სამეფოები ერთმანეთდან ბრძოლის წინ ხმალს უგზავნიდნენ. ეს რიტუალი შეგიძლიათ, იხილოთ ძველ ფილმებშიც, სადაც რომელიმე, სახელმწიფოს მმართველი, მეორე სახელმწიფოს მმართართველს უგზავნის ხმალს. ეს წესი, უფრო აღმოსავლეთის ხალხს ჰქონდათ…загруженное (4)

სახლში ქოლგის გახსნა უბედურებების მომასწავლებელი, იმ პიროვნებებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ იმ სახლშიзагруженное (6). მოკლედ, ჩემი შეხედულებით ცრურწმენების, გაჩენის ერთ-რთი მთავარი მიზეზი, შიშის საშუალოებით პიროვნებებს, შეუძლიათ რაც უნდათ ასწავლონ საზოგადოებას… მაგალითად ვიღაც პიროვნებას, ნახევარი საათი, დაელაპარაკო, რომ სასაფლაოებში არსებული ხეების მოჭრა ეკოლოგისაათვის საზიანოა, ხეები ჰაერს ასუფთავებენ, ჯანგბადს გამოჰყოფენ და ასე შემდეგ… ყურადღებასაც კი არ მიგვაქცევენ, წავლენ და მაინც მოჭრიან ხეებს, თავიანთი საჭიროებებისთვის. ხეები მართლაც ძალზე საჭიროა, დედამიწის არსებობისათვის. თუ კი ხალხს იტყვით, რომ სასაფლაოებიდან, ხეების მოჭრა ათასი უბედურების მომტანია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ მოჭრიან, რადგან უკვე შიშის ფაქტორიც არის მიზეზად… ასე თუ ისე ადამიანებს უცნაური რაღაცების იღბალი, ან უიღბლობა უკვე ნაპონი აქვთ და რაღაც მოვლენებისა და საგნების კარგის ან ცუდის მომასწავლებლობის სჯერათ. შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ თქვენთვის ცნობილ, რამდენიმე ცრურწმენას.

*სარკის გატეხვა, სიკვდილის ნიშანია.

*კარგ რაღაცაზე, როდესაც საუბრობ, და არ გინდა, რომ ცუდად გადააქციოს, სამჯერ ხელით ურტყავ ხისგან დამზადებულ რაღაცას,( მე ვაკეთებ ხოლმე ამას 🙂 )

*ვისაც ცოცხით დაარტყავთ ზარმაცი გახდება აუცილებლად (ამას ბებიაჩემი გვეუბნება ხოლმე 🙂 )

*მარილის დაყრამ, ოჯახში არეულობის მომასწავლებელია.

*მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ, ოჯახში სიღარიბის მომტანია.

*ღამით თმის ან ფრჩხილების მოჭრა, უბედურების მომტანია ესეც.

*ჩანგლის დავარდნამ სტუმრის მოსვლის მომასწავლებელია.

*სიზმარში კბილების ამოღებამ, სიკვდილის ნიშანია.

*მაგიდის კუთხეში გასათხოვარო გოგონას დაჯდომამ, შინაბერობის მომტანია 🙂

*კარის ზღურბლზე დადგომამ, ეშმაკის გზაზე დადგომად ითვლებაო…

Advertisements

4 comments on “სტერეოტიპი და ცრურწმენები

  1. აიშა პირველ რიგში მინდა შეგაქო და გითხრა რომ შენ ყველა დავალებას პასუხისმგებლობით ეკიდები და დროულად ასრულებ ეს ძალიან კარგია 🙂 ! რაც შეეხება ამ თემას გიწერია მართალია ცოტა დასახვეწია როგორც შინარსობრივად ასევე გრმატიკულადაც მაგრამ არაუშავს, გამოყენებული გაქვს ძალიან ბევრჯერ სტერეოტიპი სტერეოტიპი და სტერეოტიპი რაც შეცდომად ითველბა და ავტოლოგიაა 🙂
    უმეტეს შემთხვევაში გენანხმები მაგრამ შენ ერთ-ერთ აბზაცში გიწერია რომ, სტერეოტიპი აკარგვინებს ადამიანს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს და ის აღიქვამს ყველაფერს ისე, როგორც აღიქვამენ სხვები. მე ასე არ ვფიქრობ! რადგან შეიძლება ადამიანი ამ სტერეოტიპს არ ეთანხმებოდეს მაგრამ სხვა გზა არ ქონდეს და იზიარებდეს ასეთი შემთხვევი ბევრია 🙂 იმედია აიშა ჩემს შენიშვნებს დადებითად შეაფასებ დაიკო 🙂 და არ მიწყენ 🙂

  2. მადლობა ლაშა კომენტარისთვის, აქ არაფერი არაა საწყენი ძამიკო, პირიქით მიყვარს ასეთი სახის კომენტარები 🙂 . ტავტოლოგიასა და გრამატიკულ შეცდომებს აუცილებლად გავითვალისწინებ და უფრო ყურადღებით დავწერ. რაც შეეხება იმ აბზაცს, რომელსაც არ ეთანხმები პატივსვცემ შენ აზრს, რადგან ყველა ადამიანს თავისი სუბიექტური სამყარო აქვს. ერთი და იგივე მოვლენას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვამს. ხშირად ჩვენ გვგონია, რომ კონკრეტულმა მოვლენამ სხვაშიც იგივე გრძნობები უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენში. პრობლემას ვერ გადავწყვეტთ სხვისი სუბიექტური რეალობის შეცვლის გზით. პრობლემის მოგვარება იწყება მაშინ, როდესაც მზად ვართ, გავუგოთ სხვას და ვაღიაროთ მისი სუბიექტური აზრი 🙂 .

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s