დაიცავი შენი Facebook-ის ანგარიში სხვებისგან


facebook_logo2

ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა Facebook-ის გატეხვების რაოდენობა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ Facebook 13 წლის ბიჭის შექმნილი არაა და მისი გატეხვა ფაქტიურად შეუძლებელია. თუმცა არსებობენ ისეთი დაუკვირვებელი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად ჯიბეში უდებენ საკუთარი მომხმარებლის სახელსა და პაროლს მავნე ადამიანებს. ეს ადამიანები თქვენს ანგარიშებს სხვადასხვა მიზნებით იყენებენ. ზოგი ლაიქებს აკეთებს, ეს ყველაზე კარგი ვარიანტია რადგან თქვენ არაფრით არ ზარალდებით ფაქტიურად. ხოლო ზოგიერთს უბრალოდ სხვისი ნერვების მოშლა და შეტყობინებების წაკითხვა იტაცებს. სანამ დაცვის ხერხებს გაგიზიარებთ, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არასდროს არ შეიყვანოთ ისეთ საიტებზე თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც შეიძლება იყოს მაგალითად ასეთი: Facebookgeo.com, facebooks.com და ასე შემდეგ.

ეს შეიძლება იყოს ეგრედწოდებული Fisher, რომელიც 100%-ით იდენტურად გამოიყურება, როგორც ნამდვილი Facebook. უბრალოდ პაროლის ჩაწერის შემდეგ იგი ამ საიტის მფლობელის ხელში აღმოჩნდება. არასდროს არ დაეთანხმოთ ისეთ აპლიკაციებს, რომლებიც თქვენი აზრით აზრის საეჭვო. აი მაგალითად როდესაც მოგდის მოწვევა: გაიგე ვინ ნახა შენი Facebook დღეს!, დაიმახსოვრეთ, რომ მსგავსი აპლიკაციები უბრალოდ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით არის გაკეთებული. ტექნიკური თვალსაზრისით სოციალურ ქსელს არ გააჩნია მსგავსი ფუნქცია, რომ გაარკვიოთ თქვენი ვიზიტორების სახელები და გვარები. მარკმა სპეციალურად ისაუბრა ამის შესახებ ჟურნალისტებთან. კარგი დავიწყოთ.

დაცვის ხერხი #1 – Notification Security
პირველი და ყველაზე კარგი დაცვის ხერხი, რომელსაც მე პირადად ვიყენებ არის Notification Security. ამ დაცვის სისტემის დახმარებით თქვენ ინფორმაციას იღებთ იმის შესახებ, თუ ვინ რომელ საათზე შედით თქვენი ანგარიშით. პირველ რიგში იმით არის კარგი ეს დაცვა, რომ მაგალითად სახლის კომპიუტერის გარდა სხვამ რომ მოინდომოს ანგარიშის გამოყენება, ვერ შეძლებს, თუ თქვენ არ უთხარიტ ტელეფონზე მოსული შეტყობინებაში დაწერილი პაროლი. ეს პაროლი ყოველ მოსვლაზე სხვადასხვაა დაცვის მიზნით. მეტი კომფორტისათვის შეგიძლიათ დაამახსოვროთ ისეთი კომპიუტერები და ტელეფონები, რომლებსაც ენდობით. მაგალითად სახლის კომპიუტერები ან დეიდაშვილის და ბიძაშვილის კომპიუტერები. მათი შესვლის დროს აღარ მოითხოვს საიდუმლო კოდს. ამ დაცვის სისტემის საშუალებით შანსი არაა, რომ ვინმეს წვდომა ჰქონდეს თქვენს გარდა Facebook-ის ანგარიშზე. ყველაზე მთავარი, ამ სერვისის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ Facebook-ზე მითითებული გქონდეთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი. თუ არ იცით ეს როგორ ხდება, ამასაც გასწავლით.
ტელეფონის ნომერის დაყენების ინსტრუქცია:
მენიუში ვირჩევთ Accounts and Settings.
ჩამონათვალში აირჩიეთ Mobile.
გამოტანილ გვერდზე დააჭირეთ Add Phone Number.

აირჩიეთ თქვენი ქსელი ჩამონათვალიდან და შეიყვანეთ ნომერი.
ტელეფონზე მოგივათ შეტყობინება, რომელიც confirmation code-ში უნდა ჩაიწეროს.
დააჭირეთ Save-ს.
მას შემდეგ რაც ტელეფონის ნომერი შეყვანილია, უკვე შეგიძლიათ დაცვის სისტემა დააყენოთ. რთული არაფერია ყველაფერს დეტალურად აგიხსნით.
Notification Security-ის დაყენების ინსტრუქცია:

მენიუში ვირჩევთ Accounts and Settings.
ჩამონათვალში ვირჩევთ Security-ს.
გვერდის გახსნის შემდეგ ჩამონათვალში Login aprovals-ს ვუკეთებთ Edit-ს და Text-ს ვუსვამთ ”პტიჩკას”
ვაწვებით Save Changes.
Login Approvals-ს ვუკეთებთ Enabled და მასაც ვინახავთ.
Recognized Devices-ს ხსნით და ყველას ვაძლევთ წაშლას.
ჩემი რჩევა იქნება, რომ ამ პროცედურის შემდეგ შეცვალოთ პაროლი.
დაცვის დაყენების შემდეგ მაინც შეიძლება საიდანმე გაიგონ თქვენი პაროლი. თუმცა თუ ამას მოახერხებენ ერთადერთი გზა აპლიკაციებია. გასწავლით, თუ როგორ უნდა წაიშალოს არასასურველი აპლიკაციები და დარჩეს მხოლოდ ისეთები, რომელბიც რეალურად გჭირდებათ. ჩემი რჩევა იქნება ერთიანად არ მონიშნოთ და არ წაშალოთ ყველა აპლიკაცია. რამდენიმე მატგანი შეიძლება თქვენთვის საჭირო იყოს. ძირითადად აპლიკაციებში გექნებათ კონკურსები და საიტებზე ავტორიზაციები Facebook-ის ანგარიშის გამოყენებით.
დაცვის ხერხი #2 – აპლიკაციაბის წაშლის ინსტრუქცია:

მენიუში ვირჩევთ Accounts and Settings.

ჩამონათვალში ავირჩიოთ Apps.
ჩამოწერილი სიიდან წაშალეთ ყველა არასასურველი აპლიკაცია.
ჩემი რჩევა იქნება, რომ აპლიკაციების წაშლა და Recognized Devices სიების გაფილტვრა თვეში ერთხელ მაინც გააკეთოთ. თქვენივე უსაფრთხოების მიზნით. სულ ეს იყო, იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახის დაცვის საშუალება გაჩნდება სოციალურ ქსელში, ამ პოსტს აუცილებლად ჩავასწორებ და დავამატებ ახალ საშუალებებს.

წყარო : http://notepad.ge/

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s