სასკოლო ფსიქოლოგის რჩევა – მას, ვისაც სწავლა სურს


რჩევა პირველი:

მეცადინეობა, რა თქმა უნდა თუ გსურს, უმჯობესია დაიწყო დილიდან. გაკვეთილები  დილა ადრიანად თუ გეწყება სკოლის შემდეგ უნდა ისადილო, ოდნავ დაისვენო, გაისეირნო. შემდეგ, სასურველია ერთხელ დადგენილ  დროს დაჯდე სამეცადინოთ.

რჩევა მეორე:

ძალიან მნიშვნელოვანია განეწყო საშინაო დავალების შესასრულებლად. საკუთარი თავი უნდა დაარწმუნო, რომ საშინაო დავალების შესრულება გესაჭიროება პირადად შენ და არა მასწავლებლებს ან მშობლებს.загруженное (1)

რჩევა მესამე:

დავალების შესრულება დღეს კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანის ამოხსნაში  გართულება შეგექმნა:  ვერ გებულობ ან უყურადღებობის გამო არ გამოგდის. ნუ გაიფუჭებ განწყობას. ცოტა ხნით გადადევი. დრო სხვა საკითხებს მოახმარე, მერე კვლავ დაუბრუნდი რთულ ამოცანას.

რჩევა მეოთხე:

არ დაგავიწყდეს საყოველთაოდ ცნობილი  წესი: თუ ჩაუჯექი მეცადინეობას – სხვა საქმიანობაზე არ გადაერთო. იმისთვის, რომ არაფერმა არ დაფანტოს შენი ყურადღება მაგიდაზე წინასწარ მოიმზადე და მოაწესრიგე ყველაფერი,  წინ დაიწყე ყველა საჭირო სახელმძღვანელო და რვეული. განათება მაგიდაზე მარცხენა მხრიდან უნდა ხვდებოდეს.

რჩევა მეხუთე:  

თუ მეცადინეობის დაწყების ეტაპზე შეატყობ, რომ ყველაფერი იოლად არ გამოგდის, გულს ნუ აიცრუებ. იცოდე, რომ ადამიანების უმეტესობასაც  საქმის დასაწყისში შენსავით უჭირს. ნახევარი საათის შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება.

რჩევა მეექვსე:  

ერთი საათის შემდეგ გააკეთე ათ წუთიანი შესვენება. დაისვენე.  შესვენების დროს შეგიძლია გააკეთო მარტივი ფიზიკური ვარჯიში, ან  ოჯახისთვის საჭირო საქმე. ამის შემდეგ გააგრძელე მეცადინეობა.

education.ge

Advertisements

2 comments on “სასკოლო ფსიქოლოგის რჩევა – მას, ვისაც სწავლა სურს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s