კაპიტალიზმი


საზოგადოების ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც წარმოების საშუალებებზე, ისევე როგორც წარმოებულ პროდუქტზე კერძო საკუთრების პირობებში წარმოებას გააჩნია საზოგადოებრივი ხასიათი.

პოლიტიკურ და სოციოლოგიურ ლიტერატურაში ეს ტერმინი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი სხვადასხვა მნიშვნელობით: პირველი, როგორც წარმოების ისტორიულად განსაზღვრული წესი, რომლის დროსაც კაპიტალი წარმოების ძირითადი საშუალებაა. მეორე, როგორც მეწარმეობისაკენ მისწრაფების შერწყმა ანგარიშიანობასა და რაციონალიზმთან, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატება თანამედროვე საზოგადოების ეკონომიკურ ორგანიზაციაში; შემდეგ – წარმოების ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ბაზარზე. კ. არც მხოლოდ საქონლის ან მხოლოდ ფულის ერთიანობაა და არც მხოლოდ წარმოების საშუალებებისა, არამედ მათი გარკვეული ტიპის სოციალურ ურთიერთობებთან კავშირის იმგვარი ფორმაა, რომელსაც მიზნად კაპიტალის დაგროვება აქვს. ტერმინი კ. მარქსისტებმა გამოიყენეს და მას, მემარცხენე ლიტერატურისაგან განსხვავებით, თითქმის არ იყენებენ ლიბერალები და კონსერვატორები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s