რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?!


დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe ;)

დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe 😉

უარყოფითი სტერეოტიპები მავნეა ადამიანებისათვის, იგი უცოდინრობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.


პირველ რიგში, უარყოფითი სტერეოტიპების დასაძლევად საჭიროა, კონკურეტული სია შევქმნათ. სიაში ჩაწერეთ ის სტერეოტიპები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ და ნელ-ნელა შეუდექით საქმეს. რიგ-რიგობით გაანადგურეთ თქვენში არსებული სტერეოტიპები. გაინტერესებთ როგორ?

1.ყოველი გაგონილი ნათქვამის ნუ გვჯერათ!    

  • გარკვევით შეამოწმეთ წყარო, რომლის მეშვეობითაც თქვენში გაჩნდა ამა თუ იმ სახის სტერეოტიპი, დარწმუნდით იმაში, რომ თუ რამდენად ჭეშმარიტია თქვენი სტერეოტიპი. ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანადგუროთ უარყოფითი კულტურული სტერეოტიპი.

2.გარკვეული ერის ყოველი წარმომადგენელი ერთნაირი არ არის!

  • უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, როგორც საკუთარი პიროვნული თვისებებით ისე აზროვნების სტილითაც.

 

3.სამეგობრო წრის გაფართოებით!

  • იყავით კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნება, შეიძინეთ სხვადასხვა ეროვნების მეგობრები, მათთან ურთიერთობის პერიოდში საშუალება გექნებათ, რომ გაანადგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გარკვეული ეთნოსის მიმართ გაგაჩნიათ.

4. ჩვენი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ!

  • თქვენს მიერ წინასწარ შექმნილი უარყოფითი სტერეოტიპის დასაძლევად საჭიროა, შეძლებისდაგვარად თქვენი თავი წარმოიდგინეთ იმ პიროვნების ან ჯგუფის ადგილას.

5. დამოუკიდებელი აზროვნებით.

  • გქონდეთ საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნება, ამისათვის კი საჭიროა, გქონდეთ განათლება და ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განათლებისა და ცოდნის მიღებისათვის კი, წიგნების კითხვა და ინფორმაციების მოძიებაა საჭირო, ამ ყველაფრისთვის კი უნდა იყოთ ზედმეტად ცნობისმოყვარე პიროვნება. 

ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანდაგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გაგაჩნიათ გარკვეული რელიგიის მიმართ.

Advertisements

6 comments on “რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?!

  1. დიახ, მარი ეგრეა, თუ კი კარგად დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ზოგადად სტერეოტიპის შესახებ მცირე ინფორმაცია მიწერია, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია, თუ რა არის სტერეოტიპი, ამის შესახებ წინა პოსტში გარკვევით მიწერია, ყველა დეტალი. ხოლო, ამ პოსტის საშუალებით კი მკითხველებისათვის უფრო თვალსჩანო ხდება თუ როგორ ააცილონ თავიდან უარყოფითი სტერეტიპები, მოკლედ, რომ ვთქვათ ზევით რჩევებია ჩამოთვლილი და არა მთელი სტერეოტიპის არსი…

  2. aisha dzalian saintereso da chamoyalibebuli posti gamogivida mtlianobasji rac dzalian akrgia 🙂 me piradad dzalian momewona da ert shenishvnasac mogcem tu ar miwyen :))))))) aseve stereotipebis dadzlevistavis sachiroa gaviazrot misi mnishvneloba da davpiqrdet tu ra shedegi moyveba mas ! upirveeles yovlisa chven ar unda gavxdet obieqti romelic mas gaavrcelebs !

  3. მადლობა ლაშა კომენტარისათვის! კომენტარში აღნიშნე, რომ სტერეოტიპის დასაძლევად ჯერ გავიაზროთ მისი მნიშვნელობა, და დავფიქრდეთ თუ რა შედეგი მოჰყვება მას, ეგ რა თქმა უნდა თავისთავად საჭიროა. სტერეოტიპების დასაძლევად ჩამოთვლილი რჩევები მხოლოდ იმ პიროვნებებისათვის გამოსადეგი ინფორმაციაა, ვისაც უკვე მართლა აქვს სურვილი, რომ გაანადგუროს მასში არსებული სტერეოტიპები. და მინდა ავღნიშნო ისიც, რომ სტერეოტიპის მნიშვნელობაზე და შედეგზე, დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო წინა პოსტში, რომელიც ასევე ეხება სტერეოტიპებს, წინა პოსტი ბიძგს აძლევს ხალხს, რომ უნდა გაანადგურონ თავიანთი სტერეოტიპები, მიზეზებიც გარკვევით წერია, შემდეგ იმ პოსტის კითხვის, მერე მათ უკვე სურვილი უჩნდებათ, რომ გაანადგურონ სტერეოტიპები, ბოლოს კი უკვე მზად არიან ამ პოსტის წასაკითად. იმედია სააბოლოდ მართლა სასურველ შედეგს მიიღებენ ამ ორის პოსტის საშუალებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s