ჩემი ევროპული ფასეულობები


ევროპა ყოველთვის იყო ინოვაციების კონტინენტი, მიუხედავად ხშირი ომებისა და პოლიტიკური შეხედულების ცვალებადობისა.
ყოველთვის იყო რაღაც, რასაც ევროპისთვის სარგებელი მოჰქონდა. მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც ევროპაში ჰქონდა ადგილი, შეეძლო წერტილი დაესვა ევროპის, როგორც კონტინენტის საერთო განვითარებისთვის. მაგრამ ევროპას აქვს შესანიშვანი გამოცდილება იმისა თუ როგორ უნდა აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ.
გარდა ამისა ევროპა ჩემთვის ფასეულია თავისი დემოკრატიულობით. სიტყვა ,,დემოსიც’’კი აქედანაა წარმომდგარი.
ევროპაშია მსოფლიოს უმსხივილესი ბრენდები, ორგანიზაციები და არცაა გასაკვირი რომ მრავალი ქვეყანა ევროკავშირისთვის და ნატოსთვის იბრძვის.ეს ჩინებული მაგალითია იმისა თუ რაოდენ სარგებელის მოტანა შეუძლია ევროპას.
დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობის სისტემა ევროპის კულტურასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვიზიდავს, ამ სიტყვის სრულიმნიშვნელობით, ევროპის კულტურა. როდესაც ვსაუბრობთ ევროპული კულტურის შესახებ, ჩვენ არამხოლოდ ხელოვნებას, არამედ ცხოვრების სტილს, პოლიტიკურ კულტურასა და მართვის კულტურასაც ვგულისხმობთ.
რატომაა საჭირო და მნიშვნელოვანი ევროპული ფასეულობების ათვისება?!რატომ ხიბლავს საქართველოს ევროპა? იმიტომ, რომ ევროპამ თავის ისტორიაში ადამიანის ძირითადი ღირებულებები, ადამიანის თავისუფლება და უფლებები, საკმაოდ კარგად გამოხატა. ადამიანი, რომ შემოქმედებითი იყოს, აუცილებელია მისი თავისუფალება.
თავისუფლებაზე რთულია ისაუბრო, რადგან ამ ცნების აღქმა ყველასთვის განსხვავებულია. უმრავლესობის დამოკიდებულება და შეხედულებები თავისუფლებაზე გარკვეულწილად ჩემთვის მისაღებია და ეს “საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას” უკავშირდება, მაგრამ არის ისეთი საკითხებიც რაც ჩვენს რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად, ეს ვერ იქნება ჩემთვის ფასეული. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობას, ამ საკითხშიც ევროპული პოზიცია მისაღებია. ევროპელთა უმეტესობა, სწორედ ამისთვის იბრძვის.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპელთა ცხოვრების სტილი და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულებაა. ჩემთვის ფასეულია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი პიროვნულობაა. ფასეულია ის, რომ ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რომლითაც არ ცუნდა ინტერესდებოდნენ. ფასეულია, მათი მაღალი ტოლერანტობის გრძნობა. ფასეულია ევროპელთა უმეტესობის არჩევანი- ” ჯანსაღი ცხოვრების წესი.” ჩემთვის ევროპული ფასეულობა ასევე არის განათლება. ევროპა ცნობილია მსოფლიოს წამყვანი უნივერიტეტებით და ისინი საკმაოდ მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას იძლევა.
ფასეულობა არის კულტურის, საკუთარი ქვეყნის და ენის პატივისცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელები საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს აფასებენ და პატივსსცემენ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ნორვეგია, სადაც ვერანაირად წინ ვერ წავა უცხოელი, თუ არ ისწავლის ნორვეგიულ ენას და კიდევ ბევრი მაგალითი ამდაგვარი საფრანგეთში და გერმანიაში.
ევროპული ფასეულობა კიდევ არის პიროვნული პატივისცემა. ევროპა გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით პიროვნებისადმი, განურჩევლად სქესისა, ეთნიკურობისა, რასისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა…
თავად ევროპულ ხელოვნებაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ და მოვიყვანოთ მაგალითები არქიტექტურაზე, მუზეუმებზე, შენობა–ნაგებობებზე და ხელოვნებაზე.
ევროპული ფასეულობები საქართველოს ისტორიაში პირველი ოპერით, პირველი თეატრით, პირველი სიმფონიით შეიქმნა. საქართველო თავისი ეროვნული ფასეულობებით და კულტურით ევროპის ოჯახში გახდება მრავალფეროვნების ნაწილი და თავის წვლილს შეიტანს ,,მრავალფეროვან ერთიანობაში.’’
21-ე საუკუნის ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი აზრებისა და იდეოლოგიის გამოხატვაში და ამ მხრივ, ევროპა დიდ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. ევროპელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს ნებისმიერი გზით, ეს შეიძლება იყოს აქციები, მედია-პრესა და ასე შემდეგ.
ევროპამ მტკივნეული მორალურ-ეთიკური, ისტორიული და ფილოსოფიური კვლევების გზა გამოარა, რის შედეგადაც ცხოვრების სტილის საჭირო, ღირსეულ და სასარგებლო მდგომარეობაში მოყვანა შეძლო. დღესდღეობით ევროპელი ხალხი მრავალსაუკონოვანი გამოცდილებისა და იდეების ნაყოფს იმკის, რადგან, ეს კვლევები, დებატები და შეხედულებები ყოველთვის პრაქტიკული, რეალური და ლოგიკური იყო.

Advertisements