ჩემი ევროპული ფასეულობები


ევროპა ყოველთვის იყო ინოვაციების კონტინენტი, მიუხედავად ხშირი ომებისა და პოლიტიკური შეხედულების ცვალებადობისა.
ყოველთვის იყო რაღაც, რასაც ევროპისთვის სარგებელი მოჰქონდა. მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც ევროპაში ჰქონდა ადგილი, შეეძლო წერტილი დაესვა ევროპის, როგორც კონტინენტის საერთო განვითარებისთვის. მაგრამ ევროპას აქვს შესანიშვანი გამოცდილება იმისა თუ როგორ უნდა აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ.
გარდა ამისა ევროპა ჩემთვის ფასეულია თავისი დემოკრატიულობით. სიტყვა ,,დემოსიც’’კი აქედანაა წარმომდგარი.
ევროპაშია მსოფლიოს უმსხივილესი ბრენდები, ორგანიზაციები და არცაა გასაკვირი რომ მრავალი ქვეყანა ევროკავშირისთვის და ნატოსთვის იბრძვის.ეს ჩინებული მაგალითია იმისა თუ რაოდენ სარგებელის მოტანა შეუძლია ევროპას.
დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობის სისტემა ევროპის კულტურასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვიზიდავს, ამ სიტყვის სრულიმნიშვნელობით, ევროპის კულტურა. როდესაც ვსაუბრობთ ევროპული კულტურის შესახებ, ჩვენ არამხოლოდ ხელოვნებას, არამედ ცხოვრების სტილს, პოლიტიკურ კულტურასა და მართვის კულტურასაც ვგულისხმობთ.
რატომაა საჭირო და მნიშვნელოვანი ევროპული ფასეულობების ათვისება?!რატომ ხიბლავს საქართველოს ევროპა? იმიტომ, რომ ევროპამ თავის ისტორიაში ადამიანის ძირითადი ღირებულებები, ადამიანის თავისუფლება და უფლებები, საკმაოდ კარგად გამოხატა. ადამიანი, რომ შემოქმედებითი იყოს, აუცილებელია მისი თავისუფალება.
თავისუფლებაზე რთულია ისაუბრო, რადგან ამ ცნების აღქმა ყველასთვის განსხვავებულია. უმრავლესობის დამოკიდებულება და შეხედულებები თავისუფლებაზე გარკვეულწილად ჩემთვის მისაღებია და ეს “საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას” უკავშირდება, მაგრამ არის ისეთი საკითხებიც რაც ჩვენს რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად, ეს ვერ იქნება ჩემთვის ფასეული. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობას, ამ საკითხშიც ევროპული პოზიცია მისაღებია. ევროპელთა უმეტესობა, სწორედ ამისთვის იბრძვის.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპელთა ცხოვრების სტილი და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულებაა. ჩემთვის ფასეულია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი პიროვნულობაა. ფასეულია ის, რომ ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რომლითაც არ ცუნდა ინტერესდებოდნენ. ფასეულია, მათი მაღალი ტოლერანტობის გრძნობა. ფასეულია ევროპელთა უმეტესობის არჩევანი- ” ჯანსაღი ცხოვრების წესი.” ჩემთვის ევროპული ფასეულობა ასევე არის განათლება. ევროპა ცნობილია მსოფლიოს წამყვანი უნივერიტეტებით და ისინი საკმაოდ მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას იძლევა.
ფასეულობა არის კულტურის, საკუთარი ქვეყნის და ენის პატივისცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელები საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს აფასებენ და პატივსსცემენ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ნორვეგია, სადაც ვერანაირად წინ ვერ წავა უცხოელი, თუ არ ისწავლის ნორვეგიულ ენას და კიდევ ბევრი მაგალითი ამდაგვარი საფრანგეთში და გერმანიაში.
ევროპული ფასეულობა კიდევ არის პიროვნული პატივისცემა. ევროპა გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით პიროვნებისადმი, განურჩევლად სქესისა, ეთნიკურობისა, რასისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა…
თავად ევროპულ ხელოვნებაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ და მოვიყვანოთ მაგალითები არქიტექტურაზე, მუზეუმებზე, შენობა–ნაგებობებზე და ხელოვნებაზე.
ევროპული ფასეულობები საქართველოს ისტორიაში პირველი ოპერით, პირველი თეატრით, პირველი სიმფონიით შეიქმნა. საქართველო თავისი ეროვნული ფასეულობებით და კულტურით ევროპის ოჯახში გახდება მრავალფეროვნების ნაწილი და თავის წვლილს შეიტანს ,,მრავალფეროვან ერთიანობაში.’’
21-ე საუკუნის ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი აზრებისა და იდეოლოგიის გამოხატვაში და ამ მხრივ, ევროპა დიდ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. ევროპელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს ნებისმიერი გზით, ეს შეიძლება იყოს აქციები, მედია-პრესა და ასე შემდეგ.
ევროპამ მტკივნეული მორალურ-ეთიკური, ისტორიული და ფილოსოფიური კვლევების გზა გამოარა, რის შედეგადაც ცხოვრების სტილის საჭირო, ღირსეულ და სასარგებლო მდგომარეობაში მოყვანა შეძლო. დღესდღეობით ევროპელი ხალხი მრავალსაუკონოვანი გამოცდილებისა და იდეების ნაყოფს იმკის, რადგან, ეს კვლევები, დებატები და შეხედულებები ყოველთვის პრაქტიკული, რეალური და ლოგიკური იყო.

Advertisements

რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?!


დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe ;)

დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe 😉

უარყოფითი სტერეოტიპები მავნეა ადამიანებისათვის, იგი უცოდინრობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.


პირველ რიგში, უარყოფითი სტერეოტიპების დასაძლევად საჭიროა, კონკურეტული სია შევქმნათ. სიაში ჩაწერეთ ის სტერეოტიპები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ და ნელ-ნელა შეუდექით საქმეს. რიგ-რიგობით გაანადგურეთ თქვენში არსებული სტერეოტიპები. გაინტერესებთ როგორ?

1.ყოველი გაგონილი ნათქვამის ნუ გვჯერათ!    

  • გარკვევით შეამოწმეთ წყარო, რომლის მეშვეობითაც თქვენში გაჩნდა ამა თუ იმ სახის სტერეოტიპი, დარწმუნდით იმაში, რომ თუ რამდენად ჭეშმარიტია თქვენი სტერეოტიპი. ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანადგუროთ უარყოფითი კულტურული სტერეოტიპი.

2.გარკვეული ერის ყოველი წარმომადგენელი ერთნაირი არ არის!

  • უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, როგორც საკუთარი პიროვნული თვისებებით ისე აზროვნების სტილითაც.

 

3.სამეგობრო წრის გაფართოებით!

  • იყავით კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნება, შეიძინეთ სხვადასხვა ეროვნების მეგობრები, მათთან ურთიერთობის პერიოდში საშუალება გექნებათ, რომ გაანადგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გარკვეული ეთნოსის მიმართ გაგაჩნიათ.

4. ჩვენი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ!

  • თქვენს მიერ წინასწარ შექმნილი უარყოფითი სტერეოტიპის დასაძლევად საჭიროა, შეძლებისდაგვარად თქვენი თავი წარმოიდგინეთ იმ პიროვნების ან ჯგუფის ადგილას.

5. დამოუკიდებელი აზროვნებით.

  • გქონდეთ საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნება, ამისათვის კი საჭიროა, გქონდეთ განათლება და ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განათლებისა და ცოდნის მიღებისათვის კი, წიგნების კითხვა და ინფორმაციების მოძიებაა საჭირო, ამ ყველაფრისთვის კი უნდა იყოთ ზედმეტად ცნობისმოყვარე პიროვნება. 

ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანდაგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გაგაჩნიათ გარკვეული რელიგიის მიმართ.

როგორ ვირჩევთ პროფესიას?!


images

პროფესიის არჩევა არ ხდება უცებ და არც ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან რა გინდა რომ გამოხვიდე? ამ კითხვაზე სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარად ვპასუხობთ: აღმოჩნდა, რომ:images (1) Continue reading