იურიდიული პოსტი


სამშაბათს, სკოლაში ჩატარდება იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც სამოქალაქო განათლების ინიციატივით ხდება. ეს პროცესი გასულ წელსაც განხორციელდა, წელს უბრალოდ არსებული შემთხვევები განსხვავებულია და პროკურორის თანამდებობაც არ არსებობს.

Continue reading

Advertisements

როგორ ჩაიარა 2012 წელი თქვენთვის? რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემთვის…


როგორ ჩაიარა 2012 წელი თქვენთვის? რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემთვის…

2012 წლის ბოლოს, უკვე ნელ-ნელა ვუახლოვდებით… უფროსწორად ვუახლოვდებით კი არა თითქმის უკვე სრულდება 2012 წელი… მხოლოდ და მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი ახალი წლისთვის… თუმცა მე მაინც არ მაქვს საახალწლო განწყობა 😦 …images

უკვე წლებიც ძალიან მალე გადის… ზოგჯერ ნერვები მეშლება ამის გამო. ვფიქრობ, რომ მალე დავამთავრებ სკოლას, მალე დამთავრდება სკოლაში გატარებული ბედნიერი დღეები… ზოგჯერ მიხარია კიდეც, რაგდან წლების მატებასთან ერთად ნელ-ნელა ვუახლოვდები ჩემ ოცნებებს… ოცნება უამრავი, მაქვს, მაგრამ ეს ოცნებები არ არის უბრალოდ ცარიელი ამბიციების ნაყოფი… მე მჯერა რომ რეალური იქნება თითოეული ოცნება…

უპირველეს ყოვლისა, ვგიჟდები მანქანებზე 🙂 , მიყვარს ტარება, თუმცა არც ისე კარგად ვატარებ ჯერ ჯერობით 🙂 ახლო მომავალში ამ მხრივ უფრო განვავითარებ ჩემ თავს და მოვემზადები მართვის მოწმობის გამოცდისათვის. მოგეხსენებათ, რომ წარმატების მიღწევისთვის პირველ რიგში რწმენაა საჭირო, ამიტომაც მთელი გულით მჯერა, რომ გამომივა. Continue reading

ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე


smile

რას ნიშნავს ყველზე ბედნიერი დღე?! ყველაზე ბედნიერი დღე პიროვნებისათვის დაუვიწყარი დღეა, მთელი ცხოვრება ვერ ივიწყებს იმ განსაკუთრებულ დღეს, და როცა ახსენდება, ყოველთვის სახეზე  ლამაზი ღიმილი უჩნდება.

ყველა ადამიანს აქვს თავისი საყვარელი დღე, მართალია ბევრია ასეთი დღეები, მაგრამ მაინც არის ისეთი დღე, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა იმ სხვა დღეებისგან, მაგალითად დღესდღეობით ეს შეიძლება იყოს ატესტატის აღების დღე ახალგაზრდისათვის, ან შეიძლება იყოს უნივერსტეტში სწავლის შანსის პოვნა, ანუ ზოგ ადამიანისთვის რაიმე დიდი წარმატების მიღწევის დღე არის მისთვის ყველაზე გამორჩეული და ყველაზე ბედნიერი დღე. მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ყველაზე ბედნიერი დღე ქორწილის დღე მიაჩნიათ, ზოგისთვის დაბადების დღე, ზოგისთვისაც ნათლობის დღე…
ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე არის მე-9 კლასის ბანკეტი, რადგან საოცრად დაუვიწყარი დღე იყო… სადაც, ბანკეტი ჩატარდა ულამაზესი ადგილი იყო,  გოგოები ვიყავით ძალზე ლამაზი კაბებით, ბიჭები კი იყვნენ ძალიან სიმპატიურად ჩაცმულნი. ბანკეტის ხიბლი, პირველ რიგში, ის იყო, რომ შევხვდით ძველ კლასელებს, რომლებსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან ერთად სკოლაც ჰქონდათ შეცვლილი, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხეს წამოსვლა, რადგან ჩვენს მეგობრობას მყარი საფუძველი ჰქონდა, რაც მართლა ძალიან გამახარა.

რაც შეეხება ტექნიკურ მოწყობილებებს, ანუ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ასე შემდეგ, ყველაფერი რიგზე იყო, საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. მთელი ღამე კლასელებთან ერთად ვიცეკვეთ და სხვადასხვა თამაშებით გავერთეთ.

ეს ჩემი ბედნიერი დღე დასასრულს, რომ უახლოვდებოდა, გული ძალიან მტკიოდა, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდი იმ იმედით, რომ, ასეთი დღეები ცხოვრებაში კიდევ ბევრჯერ მექნებოდა 🙂