ჩემი ევროპული ფასეულობები


ევროპა ყოველთვის იყო ინოვაციების კონტინენტი, მიუხედავად ხშირი ომებისა და პოლიტიკური შეხედულების ცვალებადობისა.
ყოველთვის იყო რაღაც, რასაც ევროპისთვის სარგებელი მოჰქონდა. მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც ევროპაში ჰქონდა ადგილი, შეეძლო წერტილი დაესვა ევროპის, როგორც კონტინენტის საერთო განვითარებისთვის. მაგრამ ევროპას აქვს შესანიშვანი გამოცდილება იმისა თუ როგორ უნდა აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ.
გარდა ამისა ევროპა ჩემთვის ფასეულია თავისი დემოკრატიულობით. სიტყვა ,,დემოსიც’’კი აქედანაა წარმომდგარი.
ევროპაშია მსოფლიოს უმსხივილესი ბრენდები, ორგანიზაციები და არცაა გასაკვირი რომ მრავალი ქვეყანა ევროკავშირისთვის და ნატოსთვის იბრძვის.ეს ჩინებული მაგალითია იმისა თუ რაოდენ სარგებელის მოტანა შეუძლია ევროპას.
დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობის სისტემა ევროპის კულტურასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვიზიდავს, ამ სიტყვის სრულიმნიშვნელობით, ევროპის კულტურა. როდესაც ვსაუბრობთ ევროპული კულტურის შესახებ, ჩვენ არამხოლოდ ხელოვნებას, არამედ ცხოვრების სტილს, პოლიტიკურ კულტურასა და მართვის კულტურასაც ვგულისხმობთ.
რატომაა საჭირო და მნიშვნელოვანი ევროპული ფასეულობების ათვისება?!რატომ ხიბლავს საქართველოს ევროპა? იმიტომ, რომ ევროპამ თავის ისტორიაში ადამიანის ძირითადი ღირებულებები, ადამიანის თავისუფლება და უფლებები, საკმაოდ კარგად გამოხატა. ადამიანი, რომ შემოქმედებითი იყოს, აუცილებელია მისი თავისუფალება.
თავისუფლებაზე რთულია ისაუბრო, რადგან ამ ცნების აღქმა ყველასთვის განსხვავებულია. უმრავლესობის დამოკიდებულება და შეხედულებები თავისუფლებაზე გარკვეულწილად ჩემთვის მისაღებია და ეს “საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას” უკავშირდება, მაგრამ არის ისეთი საკითხებიც რაც ჩვენს რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად, ეს ვერ იქნება ჩემთვის ფასეული. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობას, ამ საკითხშიც ევროპული პოზიცია მისაღებია. ევროპელთა უმეტესობა, სწორედ ამისთვის იბრძვის.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპელთა ცხოვრების სტილი და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულებაა. ჩემთვის ფასეულია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი პიროვნულობაა. ფასეულია ის, რომ ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რომლითაც არ ცუნდა ინტერესდებოდნენ. ფასეულია, მათი მაღალი ტოლერანტობის გრძნობა. ფასეულია ევროპელთა უმეტესობის არჩევანი- ” ჯანსაღი ცხოვრების წესი.” ჩემთვის ევროპული ფასეულობა ასევე არის განათლება. ევროპა ცნობილია მსოფლიოს წამყვანი უნივერიტეტებით და ისინი საკმაოდ მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას იძლევა.
ფასეულობა არის კულტურის, საკუთარი ქვეყნის და ენის პატივისცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელები საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს აფასებენ და პატივსსცემენ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ნორვეგია, სადაც ვერანაირად წინ ვერ წავა უცხოელი, თუ არ ისწავლის ნორვეგიულ ენას და კიდევ ბევრი მაგალითი ამდაგვარი საფრანგეთში და გერმანიაში.
ევროპული ფასეულობა კიდევ არის პიროვნული პატივისცემა. ევროპა გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით პიროვნებისადმი, განურჩევლად სქესისა, ეთნიკურობისა, რასისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა…
თავად ევროპულ ხელოვნებაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ და მოვიყვანოთ მაგალითები არქიტექტურაზე, მუზეუმებზე, შენობა–ნაგებობებზე და ხელოვნებაზე.
ევროპული ფასეულობები საქართველოს ისტორიაში პირველი ოპერით, პირველი თეატრით, პირველი სიმფონიით შეიქმნა. საქართველო თავისი ეროვნული ფასეულობებით და კულტურით ევროპის ოჯახში გახდება მრავალფეროვნების ნაწილი და თავის წვლილს შეიტანს ,,მრავალფეროვან ერთიანობაში.’’
21-ე საუკუნის ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი აზრებისა და იდეოლოგიის გამოხატვაში და ამ მხრივ, ევროპა დიდ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. ევროპელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს ნებისმიერი გზით, ეს შეიძლება იყოს აქციები, მედია-პრესა და ასე შემდეგ.
ევროპამ მტკივნეული მორალურ-ეთიკური, ისტორიული და ფილოსოფიური კვლევების გზა გამოარა, რის შედეგადაც ცხოვრების სტილის საჭირო, ღირსეულ და სასარგებლო მდგომარეობაში მოყვანა შეძლო. დღესდღეობით ევროპელი ხალხი მრავალსაუკონოვანი გამოცდილებისა და იდეების ნაყოფს იმკის, რადგან, ეს კვლევები, დებატები და შეხედულებები ყოველთვის პრაქტიკული, რეალური და ლოგიკური იყო.

რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?!


დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe ;)

დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe 😉

უარყოფითი სტერეოტიპები მავნეა ადამიანებისათვის, იგი უცოდინრობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.


პირველ რიგში, უარყოფითი სტერეოტიპების დასაძლევად საჭიროა, კონკურეტული სია შევქმნათ. სიაში ჩაწერეთ ის სტერეოტიპები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ და ნელ-ნელა შეუდექით საქმეს. რიგ-რიგობით გაანადგურეთ თქვენში არსებული სტერეოტიპები. გაინტერესებთ როგორ?

1.ყოველი გაგონილი ნათქვამის ნუ გვჯერათ!    

  • გარკვევით შეამოწმეთ წყარო, რომლის მეშვეობითაც თქვენში გაჩნდა ამა თუ იმ სახის სტერეოტიპი, დარწმუნდით იმაში, რომ თუ რამდენად ჭეშმარიტია თქვენი სტერეოტიპი. ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანადგუროთ უარყოფითი კულტურული სტერეოტიპი.

2.გარკვეული ერის ყოველი წარმომადგენელი ერთნაირი არ არის!

  • უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, როგორც საკუთარი პიროვნული თვისებებით ისე აზროვნების სტილითაც.

 

3.სამეგობრო წრის გაფართოებით!

  • იყავით კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნება, შეიძინეთ სხვადასხვა ეროვნების მეგობრები, მათთან ურთიერთობის პერიოდში საშუალება გექნებათ, რომ გაანადგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გარკვეული ეთნოსის მიმართ გაგაჩნიათ.

4. ჩვენი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ!

  • თქვენს მიერ წინასწარ შექმნილი უარყოფითი სტერეოტიპის დასაძლევად საჭიროა, შეძლებისდაგვარად თქვენი თავი წარმოიდგინეთ იმ პიროვნების ან ჯგუფის ადგილას.

5. დამოუკიდებელი აზროვნებით.

  • გქონდეთ საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნება, ამისათვის კი საჭიროა, გქონდეთ განათლება და ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განათლებისა და ცოდნის მიღებისათვის კი, წიგნების კითხვა და ინფორმაციების მოძიებაა საჭირო, ამ ყველაფრისთვის კი უნდა იყოთ ზედმეტად ცნობისმოყვარე პიროვნება. 

ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანდაგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გაგაჩნიათ გარკვეული რელიგიის მიმართ.

სტერეოტიპი და ცრურწმენები


სტერეოტიპი არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრი გარკვეული სოციალური ჯგუფის,ეროვნების, რასის, კულტურის ან პიროვნების მიმართ, ანუ მოსაზრება, რასაც ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი. ხშირ შემთხვევაში იგი არის წინასწარ შექმნილი უარყოფითი წარმოდგენა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტი ხალხთა შორის და დისკრიმინაცია. იგი ვიღაცის დაუსაბუთებელი უბრალო ნათქვამია… ადამიანები, არც კი ეძებენ დამტკიცებას, პირდაპირ სჯერათ არსებული მოსაზრების… ანუ გაგონილის მიხედვით უჩნდებათ სტერეოტიპები ხალხში… მაგალითად მე მქონდა სტერეოტიპი, რომ სომხები ძუნწი, უსუფთაო და არატოლერანტი ხალხი არის, რატომ მქონდა ეს სტერეოტიპი? იმიტომ, რომ გაგონილი მქონდა სხვებისგან, იმიტომ, რომ უმრავლესობა თანახმა იყო ამ მოსაზრების, ანუ მე მქონდა წინასწარი წარმოდგენა, რაიმე კვლევის გარეშე. უარყოფით სტერეოტიპებს ძალიან დიდი გავლენა აქვს ინდივის ცხოვრებაზე, მაგალითად შესაძლებელია ამ სტერეოტიპის შედეგად კონფლიქტი მოგივიდეს სხვებთან, და ზიზღი გვქონდეს სხვა ხალხის მიმართ, რაც უსაშინელესი გრძნობა და თვისებაა ადამიანში. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა საჭიროა ამგვარი სტერეოტიპის დაძლევა, ამ შემთხევაში კი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზა ამისთვის არის ურთიერთობა იმ ხალხთან! კონტაქტის დროს, უკვე ხვდები რამდენად ჭეშმარიტია, უმრავლესობის მოსაზრება იმ ხალხის მიმართ. მე მიხარია, რომ ასეთი შანსი მომეცა, მიუხედავად იმისა, რომ არ მყავდა იმ ეროვნების მეგობრები, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც მოვხდი ბანაკში, სადაც ასევე იყვნენ სომეხი ბავშვებიც. ერთ-ერთ სომეხი ბავშვი იყო, ჩემი ოთახის მეგობარი, რამდენიმე დღეში კარგად გავიცანი ის ბავშვი, და ღვთის ნებით დავუძლიე ამ სტერეოტიპს, მივხვდი, რომ ზოგჯერ არ უნდა დავიჯერო უმრავლესობის აზრი, რაიმე, ფაქტის შესახებ, სანამ გავარკვევ და ვიმსეჯელებ. images (4)

სტერეოტიპები არ არის მხოლოდ და მხოლოდ განსხავებული რასისა და ხალხის მიმართ, არსებობს გენდერული სტერეოტიპებიც, მაგალითად, თუ კი ამბობ, რომ კაცები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ქალები ეს უკვე ითვლება სტერეოტიპად, ანუ შენ არ ხარ დარწმუნებული, რომ ეს ასეა, მაგრამ ასე ამბობ, რატომ? იმიტომ, რომ წინასწარ გაგონილი გაქვს, და რამოდენიმე ცოცხალი მაგალითიც გინახავს, და ამბობ, რომ ყველა კაცი ნებისმიერ ქალზე ძლიერია… ასეთი სახის გენდერული სტერეოტიპებიც უნდა დავძლიოთ, რადგან ზოგიერთი სპორტსმენი ქალისთვის ეს მოსაზრება შეურაცხყოფად ითვლება 🙂 .images

სტერეოტიპები აძლევს ადამიანს საშუალებას აღიქვან კონკრეტული საგანი ისე, როგორც წარმოუდგენიათ სხვა მსგავსი საგნებიდან გამომდინარე. იგი აკარგვინებს ადამიანს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს და ის აღიქვამს ყველაფერს ისე, როგორც აღიქვამენ სხვები.images (5)

სტერეოტიპები ყოველთვის უარყოფითი არ არის, არსებობს მხიარული სტერეოტიპებიც 🙂 რომლის მომხრე, ალბათ ყველანი ვიყავით ბავშვობის პერიოდში, მაგალითად: კლასში სათვალე, ვისაც ეკეთა სხვებისაგან გამორჩეული და ჭკვიანი გვეგონა 🙂 . ვინც, წინა მერხზე იჯდა ის ყოველთვის ათოსანი გვეგონა, და ვინც ყველაზე ბოლო მერხზე იჯდა, ის ოროსანი 🙂 … ასევე  არსებობს დადებითი სტერეოტიპებიც… მაგალითად:

*გერმანელები პუნქტუალურები არიან.

*იტალიელები კარგი მზარეულები არიან

*შავკანიანები კარგი მოცეკვავეები არიან და ასე შემდეგ…

ყოველი ადამიანი აღარ განიხილავს, ყველა სტერეოტიპს დაწვრილებით… უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა, ანუ სოციუმში უკვე დამკვიდრებულია ესენი, მორჩა და გათავდა… სწორედ ეს არის სოციალური სტერეოტიპის დადებითი მხარე, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. ასეთი სახის სტერეოტიპების დაძლევა არც კი სჭირდება საზოგადოებას, რადგან სრულიად დადებითია და არც რაიმე პრობლემის მომტანია.

სტერეოტიპს, რომ ჩვენი ცრურწმენები შევადაროთ ალოგიკური რაღაც იქნება, რადგან შეიძლება არ იყო ცრუმორწმუნე ან პირიქით მაგრამ მაინც გექნება რაღაც სტერეოტიპი. ვფიქრობ, რომ ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი რომელიც არ ეთანხმება რაიმე სტერეოტიპს, მაგრამ ბევრია ისეთი პიროვნებები, ვისაც ცრურწმენები არ გააჩნიათ.

რა არის ცრურწმენა?

უძველეს დროიდანვე თითქმის მთელ კაცობრიობას სჯეროდათ ცრურწმენების, რომელებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ჭეშმარიტებასთან. ადამიანებს, შიშის, სასოწარკვეთილობის გრძნობის და რა თქმა უნდა უძველესი ტრადიციების გამო, ზებუნებრივი მოვლენების სჯეროდათ. ასეთი სახის რწმენას ცრურწმენა ეწოდება.

მე თუ მკითხავთ ცრურწმენების საფუძვლად დგას საზოგადოების გაუნათლებლობა. მაგალითად, ზოგიერთი რამ, რაც უნდა რომ ვიცოდეთ, გვასწავლიან  შიშის მეთოდით.

მაგალითად შავი კატა, ცოცხი, რიცხვი 13, ასეთი სახის ცრურწმენები ევროპის ძალისხმევა იყო, რათა ხალხმა დაივიწყოს ფაგანიზმი.
აღმოსავლეთში არსებული ცრურწმენები, კი უფრო სწავლების მიზნით იყო გამოგონილი. იმ პერიოდში, როდესაც დენი არ იყო გავრცელებული ყველგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვიღაცა თუ ჭრიდა ფრჩხილებს, კარგ შედეგს ვერ იღებდა. ამიტომაც, ღამით ფრჩხილის მოჭრა, კარგი, რომ არ არის ამას სხადასხვაგავარად ასწავლიან ხალხს…загруженное (5)

ამბობენ, რომ დანის ჩუქება, ცუდის მომასწავლებელია, უბედურებები მოჰყავს, არავის არ აჩუქოთ დანა და ასე შემდეგ, ამ ცრურწმენის შექმნის ისტორია ასეთია: უძველეს დროში სამეფოები ერთმანეთდან ბრძოლის წინ ხმალს უგზავნიდნენ. ეს რიტუალი შეგიძლიათ, იხილოთ ძველ ფილმებშიც, სადაც რომელიმე, სახელმწიფოს მმართველი, მეორე სახელმწიფოს მმართართველს უგზავნის ხმალს. ეს წესი, უფრო აღმოსავლეთის ხალხს ჰქონდათ…загруженное (4)

სახლში ქოლგის გახსნა უბედურებების მომასწავლებელი, იმ პიროვნებებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ იმ სახლშიзагруженное (6). მოკლედ, ჩემი შეხედულებით ცრურწმენების, გაჩენის ერთ-რთი მთავარი მიზეზი, შიშის საშუალოებით პიროვნებებს, შეუძლიათ რაც უნდათ ასწავლონ საზოგადოებას… მაგალითად ვიღაც პიროვნებას, ნახევარი საათი, დაელაპარაკო, რომ სასაფლაოებში არსებული ხეების მოჭრა ეკოლოგისაათვის საზიანოა, ხეები ჰაერს ასუფთავებენ, ჯანგბადს გამოჰყოფენ და ასე შემდეგ… ყურადღებასაც კი არ მიგვაქცევენ, წავლენ და მაინც მოჭრიან ხეებს, თავიანთი საჭიროებებისთვის. ხეები მართლაც ძალზე საჭიროა, დედამიწის არსებობისათვის. თუ კი ხალხს იტყვით, რომ სასაფლაოებიდან, ხეების მოჭრა ათასი უბედურების მომტანია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არ მოჭრიან, რადგან უკვე შიშის ფაქტორიც არის მიზეზად… ასე თუ ისე ადამიანებს უცნაური რაღაცების იღბალი, ან უიღბლობა უკვე ნაპონი აქვთ და რაღაც მოვლენებისა და საგნების კარგის ან ცუდის მომასწავლებლობის სჯერათ. შეგიძლიათ, ქვემოთ იხილოთ თქვენთვის ცნობილ, რამდენიმე ცრურწმენას.

*სარკის გატეხვა, სიკვდილის ნიშანია.

*კარგ რაღაცაზე, როდესაც საუბრობ, და არ გინდა, რომ ცუდად გადააქციოს, სამჯერ ხელით ურტყავ ხისგან დამზადებულ რაღაცას,( მე ვაკეთებ ხოლმე ამას 🙂 )

*ვისაც ცოცხით დაარტყავთ ზარმაცი გახდება აუცილებლად (ამას ბებიაჩემი გვეუბნება ხოლმე 🙂 )

*მარილის დაყრამ, ოჯახში არეულობის მომასწავლებელია.

*მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ, ოჯახში სიღარიბის მომტანია.

*ღამით თმის ან ფრჩხილების მოჭრა, უბედურების მომტანია ესეც.

*ჩანგლის დავარდნამ სტუმრის მოსვლის მომასწავლებელია.

*სიზმარში კბილების ამოღებამ, სიკვდილის ნიშანია.

*მაგიდის კუთხეში გასათხოვარო გოგონას დაჯდომამ, შინაბერობის მომტანია 🙂

*კარის ზღურბლზე დადგომამ, ეშმაკის გზაზე დადგომად ითვლებაო…

რატომ არ ვწერთ/წერენ კომენტარებს?!


საერთოდ კომენტარები პოსტის ძირითადი კომპონენტია. კომენტარების მეშვეობით პოსტი უფროფასდაუდებელი ხდება, მათ გარეშე თემას აზრი არ აქვს. პოსტის ღირებულებას აძლევს, კომენტარები, იმ თემასთან დაკავშირებით დაწერილი მოსაზრებები. კომენტარების საშუალებით ფოსტის წაკითხვის გარეშეც დაახლოებით უკვე შეგვიძლიათ მივხვდეთ თუ რაზეა საუბარი პოსტზე.

images (2)

ხალხს რატომ არ სურს კომენტარის წერა?

ზოგადად ხალხი მხოლოდ თემაზე არის ორიენტირებული. პოსტზე თუ კი პოულობენ იმას, რასაც ეძებდნენ, უკვე არ უნდათ ზედმეტი დროის დახარჯვა.

*ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტი. ანუ აქედან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ზედტმეტი დისკუსიასა და კამათს არანაირი სარგებელი არ მოაქვთ მათთვის. მოკლედ, რომ ვთქვათ არ უნდათ ენერგიის დახარჯვა და ფიქრი ამისთვის, თუმცა კომენტარები აბსოლუტურად სასარგებლოა, სტატიის სხვა მკითხველებისათვის.

*თუ კი სტატიაზე თემა, საკმაოდ კარგად გადმოცემულია, ამ შემთხვევაში უკვე დასამატებელი ან საკამათო ვერაფერს ვერ პოულობენ.

*აზრის გადმოცემა, ამისთვის დროის დაკარგვა და დისკუსია ეძნელებათ და ამიტომაც, არ ტოვებენ კომენტარს სტატიაზე.

* შესაძლებელია, რომ პოსტი არ იყოს იმდენად კარგი და საინტერესო, კომენტარის დასატოვებლად…

*არსებობენ ისეთი სახის მკითხველები, რომლებიც სტატიას ბოლომდე არ კითხულობენ, და რა თქმა უნდა ამიტომაც, დაკომენტარებას არც კი ფიქრობენ და მალევე გამოდიან სტატიიდან.

*კომენტარების არ დაწერის მიზეზები მხოლოდ ესენი არ არის რა თქმა უნდა. უფრო მეტი მიზეზი არსებობს, მაგალითად ზოგჯერ პიროვნებები, ამა თუ იმ სტატიაზე რამდენიმე კომენტარს ხედავენ და ამიტომაც, უჩნდებათ სურვილი, რომ დააკომენტარონ. როდესაც ხედავენ, რომ საერთოდ არ არის კომენტარი სტატიაზე, მაშინ ფიქრობენ, რომ აზრი არ აქვს, მათ მიერ დაწერილ კომენტარს.

images (1)

კომენტარის დაწერა, სტატიისთვისაც, ავტორისთვისაც და სხვა მკითხველიბსთვისაც სასარგებლოა და პატივისცემის ერთ-ერთი ნიშანია. ამიტომაც ყოველივე პოსტს, რომელსაც წაიკითახვთ, აუცილებლად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება საკითხის მიმართ და დააკომენტარეთ!

საზოგადოების დაღუპული მომავალი…


XXI საუკუნეში ვართ, თუმცა უმეტესობას ჯერ კიდევ არასწორად ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. XXI საუკუნე… ცივილიზაცია… თანამედროვეობა… ეს ყველაფერი კი არ მოითხოვს გარყვნილობასა და უზრდელობას. ცივილიზაცია, მოხუცების მიმართ პატივისცემის დაკარგვა, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლური სასმელები და სიძვა არ არის. ზოგიერთებს სიტყვა თავისუფლების გაგონების დროს, მაშინვე უჩნდებათ წარმოდგენა იმისა, რომ მშობლებმა არ უნდა ჩაერიონ მათ საქმეში, რასაც უნდათ იმას იზავენ, არავის არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშაულონ ამაში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ამას. თანამედროება არ მოითხოვს გაშიშვლებულად ჩაცმულობას.

თანამედროვეობა მეცნიერებაა, ტექნოლოგიების, განათლების, ზოგადად, რომ ვთქვათ, სამყაროში არსებულ სიახლეების შესახებ ინფორმირებულობას ნიშნავს.

Continue reading

ტოლერანტობასა და არატოლერანტობის შორის არსებული ზღვარი


ტოლერანტობა (ინგლ.: Tolerance) — თანამედროვე პოლიტიკური ტერმინი, რომელიც სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში დებატებისას გამოიყენება, როგორც დისკრიმინაციის ერთგვარი ანტითეზისი. ტერმინს ხშირად უცხო რელიგიურ მრწამსთან მიმართებაში იყენებენ, ისევე როგორც ზოგიერთ უფრო ვიწრო კატეგორიებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია არატრადიციული სექსუალური და სოციალური ორიენტაციისადმი.

загруженное

ალბათ, უკვე ყველასთვის ცნობილია, ამ სიტყვის მნიშვნელობა. ბოლო ხანებში მთელს მსოფლიოში უამრავი ღონისძიებები ჩაატარეს ამ საკითხთან დაკავაშირებით, უმრავი ვიდეო მასალები დაამზადდა, მრავალი დებატები ჩატარდა, ყველგან დიდი აქციები გაიმართა. თურმე ეს ყველაფერი მაინც არ ყოფილა საკმარისი ზოგიერთებისათვის. ისინი მაინც ვერ მიხვდნენ ტოლერანტობის მთავარ აზრს.

Continue reading

პლურალიზმი და მისი როლი საზოგადოებაში


  • ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფმხედველბების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას.

1). პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. პ-ის ცნება პოლიტიკური ხელისუფლების დაყოფასაც გულისხმობს, რაც ზღუდავს ხელისუფლების თითოეული შტოს მოქმედებას. ვინაიდან პოლიტიკური პ-ის წინაპირობაა გადაწყვეტილების მიღება სხვადასხვა ორგანოების მიერ და სხვადასხვა მეთოდით, ის პოლიტიკურ სტაბილურობასთან ასოცირდება, რადგან საშუალებას იძლევა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებმა საშუამავლო როლი შეასრულონ. პ-ის პოლიტიკის შემადგენელი ელემენტებია: მრავალფეროვნების მოწონება და პატივისცემა (სოციალური ტრადიციების, რელიგიური და მორალური რწმენის და ა.შ.), ინდივიდუალური უფლებების დაცვა, პოლიტიკური გამჭვირვალობა, მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, .   თანხმობის გზების ძიება ერთიანი მიზნის მისაღწევად.                                                                        საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური (იხ. შემწყნარებლობა, შეუწყნარებლობა) დამოკიდებულება. პ მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან, იგი ეფუძნება დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის ლიბერალურ (იხ. ლიბერალიზმი) იდებს, რომელთა მიხედვით, საზოგადიებაში უნდა ბატონობდეს, თუ არა შემწყნარებლობა, ხელის შეწყობა მაინც კონსტიტუციური სამართლისა და ინსტიტუტების ორგანიზმის და საქმიანობის დონეზე და ითვალისწცინებდეს, რომ დღეს ნებისმიერ სახელმწიფოში არ არის პოლიტიურ შეხედულებათა ერთიანობა, ხოლო ერი-სახელმწიფო არ არის მხოლოდ ერთი ერის უსაზღვრო ბატონობა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მოითხოვს ყველა სახელმწიფოსაგან ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი და სხვა ჯგუფების კულტურული, სოციალური ენობრივი, ადათჩვეულებითი წესების აღიარებასა და დაცვას.                 პლურალიზმი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიულობისა და ჰუმანურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. პ. კეთილისმყოფელ ატმოსფეროს ქმნის ინოვაციებისა და საზოგადოების ღიაობისათვის, ხელს უშლის სტაგნაციას, სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების არაეფქეტურ ფუნქციონირებასა და განვითარებას, აძლიერბს თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას, შესაბამისად, ხელს უწყობს სოციალური და პილიტიკური სისტემის სტაბილიზაციას.                                                                                     პ. საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომაა, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის არსებით მოქმედ პირებად სახელმწიფოსთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებსაც აღიარებს. პ.-ის მიმდევრების აზრით, საერთაშორისო ურთიერთობების ტრადიციული სკოლა, რეალიზმი, ჩამოყალიბდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოებებს შორის არსებული ურთიერთკავშირი სუსტი იყო და ძირითადად სახელმწიფოთაშორის კავშირებზე დაიყვანებოდა. პლურალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური ურთერთდამოკიდებულების გაღრმავებამ საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოების როლი შეამცირა. პლურალისტები რეალისტებზე მეტ ყურადღებას უთმობენ საერთაშორისო თანამშრომლობის შესწავლას, რადგან მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთდამოკიდებულება საერთაშორისო თანამშრომლობის უფრო ფართო შესაძლებლობებს აჩენს. პლურალისტების თვალსაზრისს აძლიერებს ისეთი გლობალური პრობლემების გაჩენა, როგორიცაა ტერორიზმი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება და გარემოს დაბინძურება, რომელთა გადაწყვეტა რეალისტების სახელმწიფოცენტრული მიდგომით შეუძლებელი ჩანს.

პლურალიზმი მარნეულში, სადაც უამრავი განსხვავებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი და რელიგიურად განსხვავებული ჯგუფები ცხოვრობენ თანაარსებობაში და ჰარმონიულ ცხოვრებაში არანაირი პრობლემას არ ქმნის. ისინი ერთად ზრუნავენ ქალაქის განვთარებაში და თითოეული მათგანის მოსაზრება აზრთა მრავალფეროვნებას ქმნის.

მარნეულში არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაციები, სადაც სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდები ერთად მუშაობენ და ერთად ეძებენ რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. ისინი მუშაობენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ეკოლოგია, ბავშთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, კულტურულ ძეგლთა დაცვა და ასე შემდეგ.  ამ საკითხებში ყველას სხვადასხვა მოსაზრება და მიდგომა გააჩნია საქმისადმი, მაგრამ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,თითოეული მათგანის აზრი ყოველთვის არის აღიარებული. სწორედ აზრთა მრავალფეროვნება და მათი აღიარება არის პოლიტიკური პლურალიზმი.