რა არის ტრადიცია და რით არის ის მნიშვნელოვანი?( ყურბან ბაირამი)


ტრადიცია არის წეს-ჩვეულებები, რომლებიც გადაცემულია თაობიდან თაობაზე.  სხავადასხვა ერის წარმომადგენელებს, ერთმანეთისაგან განსხვავებული ტრადიციები გააჩნიათ. პირადად მე დიდ პატივსვცემ იმ ხალხს, რომლებსაც უამრავი ტრადიცია გააჩნიათ და რა თქმა უნდა ჯერ კიდევ იცავენ ამა თუ იმ ტრადიციას, არ ივიწყებენ თავიანთ წინაპრებს, არ ივიწყებენ თავიანთი მამა-პაპანის მიერ შექმნილ კულტურას, ეს იმის დამადასტრულებელია, რომ ამა თუ იმ ხალხი კულტურულად განვითარებულია.

მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანელებიც იმ ერების სიაში შედიან, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იმ უძველეს ტრადიციებს, რომლებიც მათ წინაპრებს ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი გარემოები საკმაოდ შორსაა იმ გარემოებისაგან სადაც წარმოიშვა ესა თუ ის ტრადიცია, თუმცა მაინც ინარჩუნებენ. მე ვამაყობ რომ მეც ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ ამ ერის და ვინარჩუნებ იმ ადათ-წესებს, რომლებიც ქვემოთ ჩამოთვლილია:

1.ყურბან ბაირამი.

2.ნოვრუზ ბაირამი.

3.რამაზან ბაირამი.

1.ყურბანის დღესასწაული ყველაზე უძველესი დღესასწაულია. რელიგიური მსხვერპლ შეწირვის ცერემონიალი, ისლამამდეც არსებობდა, მაგრამ იმ პერიოდებში, ცოდვებისგან მონანიების მიზნით ან უფლის გულის მოგების მიზნით იყო.

ჰიჯრის (ყველაფრის შემქმნელი ღმერთის მიერ გაგზავნილი ჰაზრეთი და წმინდა მოციქული, მუჰამმედის მექქიდან მედინაში გადასვლა) მეორე წლის შემდეგ მსვერპლშეწირვის სხვადასხვა მიზნები და მიზეზები დამყარდა. ამიერიდან რელიგიურად მსხვერპლშეწირვა ისლამურ სამყაროში უდიდესი სულის ანუ სინდისის არსებობას, მორწმნეობას, რელიგიურ ქველმოქმედებას, გაჭირვებულებისთვის დახმარების ხელის გაწევას ნიშნავდა, ამიერდან მთავარი დანიშნულება ეს იყო ყურბან ბაირამის!

რელიგიურად მსხვერპლშეწირვა ყველაფრის შემქმნელი ღმერთის მიერ გაგზავნილი იბრაჰიმ მოციქულის ამბის შემდეგ შეიქმნა. იბრაჰიმ მოციქულმა სიზმრად ნახა, რომ ან­გე­ლო­ზი ჯაბ­რა­ი­ლი მო­ევ­ლი­ნა და ალა­ჰის სურ­ვი­ლი გა­დას­ცა. უდიდესმა ალლაჰმა იბრაჰიმს უბრძანა, რომ თავისი შვილი ისმაილი მსხვერპლად შესწიროს. (მათი რწმენის გადასამოწმებლად) . წმინდა იბრაჰიმი, როგორც ნამდვილი მორწმუნე მზად იყო, რომ აესრულებინა უფლის ეს ბრძანება. იბრაჰიმის შვილი ისმაილიც მზად იყო, უდიდესი, ყველაფრის შემქნელი ღმერთის ბრძანების შესრულებისთვის. ამის შესახებ ყურანში დაწერილია.

The_Sacrifice_of_Isaac_by_Caravaggio

მართალია, იბრაჰიმი და ისმაილი მზად იყვენენ, რომ დაემტკიცებინათ თავიანთი რწმენა, ერთგულება და სიყვარული უზენაესი ალლაჰის მიმართ, მაგრამ უზენაესმა ღმერთმა არ უკადრა ეს თავისი მოციქულისათვის და მას გაუგზავნა ,,ცხვარი” მორწმუნენო ამიერიდან მსხვერპლად შესწირეთ ცხვარი თქვა უფალმა. ამიტომაც ყურბან ბაირამში შეწირულ მსხერპლს, ,,ისმაილის მსხვერლპლს” ვამბობთ.

მორწმუნენო! ყველასთვის ვამბობ ამ სიტყვას არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხართ ან რა რწმენის ხართ, გინდ ქრისტიანი იყო, გინდ მუსლიმანი მთავარია იყო ჭეშმარიტი მორწმუნე, როგორც ისმაილი და იბრაჰიმი იყვნენ. გიყვარდეს უზენაესი ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო, გჯეროდეს მისი. პრობელემების დროს, მძიმე პერიოდებში ღმერთის გახსენება და ლოცვა, ხოლო სასიამოვნო პერიოდებში მისი დავიწყბა არ არის შესაფერისი საქციელი ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანისთვის.

პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია ეს დღე, რადგან იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთი ცხვარი მაინც იყიდონ ამ დღეს, ზუსტად ამ დღესასწაულის გამო ყიდულობენ და როგორც, წესი და რიგია, ამ ცხვრის ხორცს უნაწილებენ გაჭირვებულ ოჯახებს,სწორედ ამ დღეს იმ რაიონში სადაც მე ვცხოვრობ ერთ მშიერ ადამიანსაც ვერ დაინახავთ. ჩემი აზრით ყველაზე აზრიანი და მნშვნელოვანია ეს დღესასწაული, მოხარული ვიქნები ტუ კი ტქვენს აზრებსა და დამოკიდებულებსაც გამოხატავთ კომენტარების სახით! 🙂

Advertisements

ნოვრუზ ბაირამი


ნოვრუზი _ სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს. ნოვრუზს ზოგიერთ ქვეყანაში ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ და შესაბამისი წესებით აღნიშნავენ.

დღისა და ღამის გათანასწორების, ფრინველთა თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ 21 მარტს მიიჩნევენ. ერთი სიტყვით, “ნოვრუზი”  მრავალ ქვეყანაში (ახალი დღის) მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

შუა აზიასა და ანატოლიაში მცხოვრები თურქები, ირანელების მსგავსად, ამ დღეს ახალი წლის დღესასწაულადაც მიიჩნევენ. დღისა და ღამის გათანასწორება  ჩვენი წელთააღრიცხვით 21 მარტს და რომაული კალენდრის მიხედვით 9 მარტს ემთხვევა.

,,ნოვრუზ ბაირამობა მარტის დასაწყისში იწყება ჩვენთან და  ყველა კვირის დღეს სხვადასხვა დატვირთვა აქვს, არის მიწის დღე, არის წყლის, არის ცეცხლის ანუ ნათების დღე. ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულით ჩვენ გაზაფხულის დადგომასა და ახალი ცხოვრების დასაწყისს ავღნიშნავთ. ყველ ერთმანეთს ბარაქასა და სიკეთეს უსურვებს. აუცილებლად ყველა ოჯაში უნდა იყოს ამ დღეს მწვანე ჯეჯილი, ასევე იღებება ფერად–ფერადი კვერცხები, ცხვება ტკბილეული, იშლება სუფრა და ყველა ზეიმობს.

  • „ნოვრუზ ბაირამობას“ ანუ გაზაფხულის დღესასწაულზე, სამი სახის ნამცხვარი მზადდება, ესენია: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში ვალაგებთ. index„შაქარბურა“, ეს არის უტკბო ცომში გახვეული შაქრის და ნიგვზის გული.
  • sekerburaფახლავა“–ფენოვანი ცომის ფენებს შორის შაქრისა და კაკლის გული.       baked-baklava  გოღალი“ მზადდება უტკბილო ფენოვანი ცომისაგან. 4
  •          ეს არის სამანი, ხორბლის ჯეჯილი. მარცვალს ვყრით წყლით სავსე თეფშში და ველოდებით. 21 დღეში ასეთი ჯეჯილი, ანუ სიცოცხლე, ამოდის
  • KONICA MINOLTA DIGITAL CAMERAდღესასწაულის თვეში ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას “უსკუსაც” ეძახიან. თვის ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) მამაკაცები სასაფლაოზე გადიან, სურა “ფათიჰას” კითხულობენ და შემდეგ სახლში ბრუნდებიან. დედაკაცები ხალვით, ფლავითა და სხვადასხვა საჭმელებით საფლავების მოსანახულებლად გადიან. ისინი იქ ყურანს კითხულობენ, ღარიბებს უნაწილებენ და უკან ბრუნდებიან.”აჰირ ჩარშამბის” ერთ-ერთი აუცილებელი ადათი სახლისა და ჭურჭლეულის საგანგებო წესებით დასუფთავება-გარეცხვაა. ასევე მნიშვნელოვანი წესია “წყალში ბეჭდის ჩაგდება”. ოთახის შუაში წყლით სავსე ტაშტს ქალიშვილები შემოუსხდებიან და ბეჭდებს შიგ თითო-თითო ყრიან. ბოლოს ერთი მათგანი ტაშტიდან ბეჭედს ამოიღებს. ვისი ბეჭედიც ამოყვება, მისთვის ის წელი ბედნიერი იქნება.ნოვრუზის დღესასწაულზე მამაკაცები და ქალები ცალ-ცალკე მოიყრიან თავს და ერთმანეთს მიულოცავენ. საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ოჯახები მოინახულონ. ამ დღეს დამწუხრება ცოდვად ითვლება. ისინი ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხს და სხვადასხვა საჭმელებს გაჭირვებულ ოჯახებს უნაწილებენ. ამ დღეს ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.nrbrმარნეულში, სადაც მე ვცხოვრებ ყოველ წელს საკმაოდ შესანიშნავად იმართება ეს დღესასწაული, მაგალითად შარშან ასე აღინიშნა: ბავშვები და ახალგაზრდები ოჩოფეხებზე შემდგარ მოძრაობის  თეატრის მსახიობებს ყიჟინით დასდევდნენ უკან. ირგვლივ საზის, თარისა და ზურნის  გამაბრუებელი ხმა ისმოდა. საერთო სახალხო დღესასწაული ენერგიულად და ხმაურიანად მიდიოდა წინ.
    ქალაქის ცენტრში გაიმართა კონცერტი, რომელზეც აზერბაიჯანიდან სპეციალურად ჩამოყვანილმა ქართველმა მომღერალმა მანანა ჯაფარიძემ, სხვა აზერბაიჯანელ შემსრულებლებთან ერთად იმღერა.აღსანიშნავია, რომ ,,ნოვრუზ ბაირამზე’’ მარნეულში მანანა ჯაფარიძის კონცერტიც  წლების განმავლობაში უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა.

საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სახალხო დღესასწაულად ორიოდე წლის წინ ოფიციალურად გამოაცხადა.
,,ნოვრუზ ბაირამი პრეზიდენტმა სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოაცხადა და მას შემდეგ აღინიშნება ეს დღე ასე ფართოდ. შემდგომ იუნესკომაც გამოაცხადა საერთაშორისო დღედ.მოხარული ვარ, რომ საქართველოც თანამეგობრობის ნაწილია და იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ჩვენ გვაქვს.