ტრადიციული, მოდური, ბუნებრივი და ძლიერი მეგობრები :)


ტრადიციული, მოდური, ბუნებრივი და ძლიერი… ეს ოთხი ტიპის მეგობარი ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს!images

ტრადიციული მეგობარი

ტრადიციული ტიპის მეგობარმა ყველაზე კარგად გვიცნობს, ვიდრე სხვები… მას შეუძლია რამოდენიმე წუთში ჩვენი გუნება-განწყობის ამაღლება. ის ყოველთვის გვაძლევს საუკეთესო რჩევებს. ასეთი ტიპის მეგობარი თქვენს მიმართ ყოველთის ერთგულია და რაიმე სამაგიეროს გარეშე უყვარხართ მას.

უპირველეს ყოვლისა ასეთი ტიპის მეგობარი დედაა! მას ვუყვარვართ მთელი გულით, ის ყოველთვის ერთგულია ჩვენს მიმართ… სინამდვილეში ყველაზე კარგად ის გვიგებს ჩვენ, დედა არის მეგობარი, რომელსაც ყველაზე მეტად სურს ჩვენი კეთილდღეობა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში ბევრჯერ ხდება ხოლმე ჩვენსა და მის შორის უკმაყოფილობა, ბევრჯერ აზრთა განსხვავება.მაგრამ, მაინც ყველაზე მეტად მას უხარია ჩვენი წარმატებები, ყველაზე მეტად ის დარდობს, როცა ჩვენ რაიმე პრობლემა გვაქვს. ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო გაიოლდება ამისი გააზრება და გაგება.  dostluk2kz8

მეორე ტრადიციული მეგობარი კი ბავშვობის მეგობარია. ყველაფერი ერთად გაიარეთ, ერთად გაიგეთ რა, რა არის?! ბევრი დრო გაატარეთ მასთან. მან უკვე იცის თუ რა რეაქცია გექნებათ ამა თუ იმ სიტუაციაში და რა თქმა უნდა თვენც ასევე. თუმცა სამწუხაროა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა დაშორდებით ერთმანეთისაგან. მაგრამ საბოლოოდ მაინც გეყვარება ის პიროვნება, როგორც შენი ნამდვილი და ან ძმა.images (2)

მოდური მეგობარი

მოდური მეგობრების საშუალებით გვავიწყდება ყოველდღიური უსიამოვნებები, გვაძლევენ უამრავ ახალ ინფორმაციას ახალი ტრენდების შესახებ, არიან მხიარულები. ასეთი სახის მეგობარი თავისი ენერგიით, თქვენც ისეთივე მხიარულს ხდის, როგორც თვითონ არის. თავისი იდეებით ალამაზებს, თქვენი ვიზუალურ გემოვნებას.

ასეთი ტიპის მეგობრები რომელ გარემოშიც შედიან, ყველას იზიდავენ, თავიანთი გარეგნული სინათლით… ბრწყინავენ…. თავიანთი საუბრის სტილით ყველას აღშფოთებასა და აღტაცებას იწვევენ. მათ შეუძლიათ, ისე გაგვიმხიარულონ, რომ ყველაზე მეტად მათთან ყოფნის დროს ვიცინოთ ბევრი, ვიცინოთ მთელი გულით, ვიცინოთ ხმამაღალი ხმის ტონით.beyzabodibodi_1338974720104

მათი ჩაცმულობის სტილიდან დაწყებული, მათ მიერ დამზადებული კერძები, წაკითული წიგნები და ასე შემდეგ ყველაფერი მიმზიდველი, თვალწარმტაცი და გემოვნებიანია. მათთან და მათი ენერგიასთან მეგობრობა ნამდვილად ბევრს მოგცემს თქვენ, მოდასთან დაკავშირებული შეხედულებები უფრო განსხავებული გექნებათ. თქვენ გექნებათ შანსი უფრო განვითარდეთ ამ მხრივ. დამიჯერეთ ეს ნამდვილად გამოგადგებათ. მოხოლ და მხოლოდ დიდი ყურადღება მიაქციეთ, იმას რომ თვენს შორის არ იყოს შურიანობა, არ გქონდეთ კომპლექსები.

ბუნებრივი მეგობარი

ასეთი სახის მეგობრები, რაც არ უნდა ჰკითხო, არ აქვს მნიშვნელობა გეწყინებათ თუ არა სწორი პასუხის დროს, მაინც სიმართლეს გეუბნებიან… როგორც სახელიდან გამომდინარეობს ბუნებრივები არიან ყოველთვის; შეუძლებელია თქვენს, შორის იყოს ტყუილი, აფერისტობა…загруженное (2)

ბუნებრივი მეგობრების ყველაზე კარგი თვისებებია: პატიოსნება და კეთილსინდისიერება. ალბათ, დამეთანხმებით რომ პატიოსანი მეგობრისგან თითქმის შეუძლებელია, რომ რაიმე ზარალი მოგივიდეთ. ასეთი ტიპის მეგობრები ზოგადად ყველაზე გამოსადეგი და უსაფრთო წყაროები არიან, რომ მიიღოთ კარგი რჩევა. თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე ხანდახან მოსაწყენად გიპასუხებენ, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ისინი არ იქცევიან, როგორც სხვები… ისინი თავიანთ შეხედულებებს არ მალავენ, არ გეუბნებათ ტყუილს, რასაც ფიქრობენ, მაგას ამბობენ. სწორედ ამიტომაც, როდესაც რაიმე არეჩევანის გაკეთება ან სხვა შემთხვევების დროს ობიექტური შეხედულება გესაჭიროებათ, გირჩევთ, რომ დაუკავშირდით მას.

ძლიერი მეგობარი

ასეთი ტიპის მეგობარი ყოველთვის საქმიანია. თქვენი საერთო თვისება არის თქვენს საქმეში მიღწეული წარმატებები.basarili-kadinlarin-7-sirri_orig

ასეთ მეგობრებთან ურთიერთობა ძალზე რთულია. მაგალითად, როცა შეხვედრა გაქვთ მათთან ყოველთვის აგვიანდებათ შეხვედრის ადგილზე, დაბნეულობის გამო ავიწყდებათ თქვენი ნათქვამი, და ასე შემდეგ. თან მათ ყოველთვის აქვთ მიზეზი:” მაპატიე, საქმის გამო ასე ხდება, ისეთი დაკავებული ვარ, რომ აი ვერც კი წარმოიდგენ”! თუმცა ასეთი სახის მეგობრები თქვენ ძალიან ბევრ რამეს მოგცემენ; მოტივაციას, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ლოგიკურად მსჯელობას, დისციპლინა ყველაზე კარგად მათ ესმით.

Advertisements