ცალ მხრივი სიყვარული, თინეიჯერობის პერიოდში


 imagesfacebook-ზე უბრალო ბოდიალის დროს წავაწყდი ნაწერს, რომელიც უცხოელი მეგობრის მიერ გაზიარებული იყო, წავიკითხე ნაწერი და მივხვდი, რომ მართლაც საკმაოდ საინტერესოა და აუცილებლად უნდა დამეწერა ჩემს ბლოგში, მოკლედ ნაწერი ასეთი იყო:

ეხლა მხოლოდ და მხოლოდ 15-16 წლის ხართ (ვართ) და ერთ ადამიანზე უზომოდ ხარ შეყვარებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  მსოფლიოს ყველაზე დარდიანი ადამიანი შენ ხარ.  დედამიწაზე ყოველ წელს მილიონობით ადამიანი კვდება შიმშილის გამო, ომის გამო…  უპატრონოდ რჩებიან ბავშვები… ადრეულ ასაკში ძალით აქორწინებენ გოგონებს…  ყოველდღე უამრავი შენი თანატოლი ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება… ზაფხულში მძიმე სამუშაოთი დკავებულები არიან შენი ტოლები, რათა სკოლის ნივთები იყოდონ სექტემბერში… კიბოთი დაავადებული მშობლები ჰყავთ ზოგიერთებს, მაგრამ მაინც ებრძვიან ცხოვრებას, მაინც ფეხზე დგანან. შენ კიდევ კომპიუტერი გაქვს სახლში, შენი საკუთარი მობილური გაქვს, მშობლები გყავს, სკოლაში დადიხარ, ჯანმრთელი ხარ.  ერთი ადამიანი, რომელიც უზომოდ გიყვარს და მას არ ესმის შენი და თუ მაინც არ უყვარხარ მას, შენ არ გაქვს უფლება ამის გამო შეწუხდე,  დაინტაჯნო!

Advertisements