როგორ ჩაიარა 2012 წელი თქვენთვის? რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემთვის…


როგორ ჩაიარა 2012 წელი თქვენთვის? რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემთვის…

2012 წლის ბოლოს, უკვე ნელ-ნელა ვუახლოვდებით… უფროსწორად ვუახლოვდებით კი არა თითქმის უკვე სრულდება 2012 წელი… მხოლოდ და მხოლოდ ორი დღეა დარჩენილი ახალი წლისთვის… თუმცა მე მაინც არ მაქვს საახალწლო განწყობა 😦 …images

უკვე წლებიც ძალიან მალე გადის… ზოგჯერ ნერვები მეშლება ამის გამო. ვფიქრობ, რომ მალე დავამთავრებ სკოლას, მალე დამთავრდება სკოლაში გატარებული ბედნიერი დღეები… ზოგჯერ მიხარია კიდეც, რაგდან წლების მატებასთან ერთად ნელ-ნელა ვუახლოვდები ჩემ ოცნებებს… ოცნება უამრავი, მაქვს, მაგრამ ეს ოცნებები არ არის უბრალოდ ცარიელი ამბიციების ნაყოფი… მე მჯერა რომ რეალური იქნება თითოეული ოცნება…

უპირველეს ყოვლისა, ვგიჟდები მანქანებზე 🙂 , მიყვარს ტარება, თუმცა არც ისე კარგად ვატარებ ჯერ ჯერობით 🙂 ახლო მომავალში ამ მხრივ უფრო განვავითარებ ჩემ თავს და მოვემზადები მართვის მოწმობის გამოცდისათვის. მოგეხსენებათ, რომ წარმატების მიღწევისთვის პირველ რიგში რწმენაა საჭირო, ამიტომაც მთელი გულით მჯერა, რომ გამომივა. Continue reading

Advertisements