საზოგადოების დაღუპული მომავალი…


XXI საუკუნეში ვართ, თუმცა უმეტესობას ჯერ კიდევ არასწორად ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. XXI საუკუნე… ცივილიზაცია… თანამედროვეობა… ეს ყველაფერი კი არ მოითხოვს გარყვნილობასა და უზრდელობას. ცივილიზაცია, მოხუცების მიმართ პატივისცემის დაკარგვა, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლური სასმელები და სიძვა არ არის. ზოგიერთებს სიტყვა თავისუფლების გაგონების დროს, მაშინვე უჩნდებათ წარმოდგენა იმისა, რომ მშობლებმა არ უნდა ჩაერიონ მათ საქმეში, რასაც უნდათ იმას იზავენ, არავის არ აქვს უფლება, რომ ხელი შეუშაულონ ამაში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ამას. თანამედროება არ მოითხოვს გაშიშვლებულად ჩაცმულობას.

თანამედროვეობა მეცნიერებაა, ტექნოლოგიების, განათლების, ზოგადად, რომ ვთქვათ, სამყაროში არსებულ სიახლეების შესახებ ინფორმირებულობას ნიშნავს.

Continue reading

Advertisements