ჩემი ევროპული ფასეულობები


ევროპა ყოველთვის იყო ინოვაციების კონტინენტი, მიუხედავად ხშირი ომებისა და პოლიტიკური შეხედულების ცვალებადობისა.
ყოველთვის იყო რაღაც, რასაც ევროპისთვის სარგებელი მოჰქონდა. მეორე მსოფლიო ომს, რომელსაც ევროპაში ჰქონდა ადგილი, შეეძლო წერტილი დაესვა ევროპის, როგორც კონტინენტის საერთო განვითარებისთვის. მაგრამ ევროპას აქვს შესანიშვანი გამოცდილება იმისა თუ როგორ უნდა აღიდგინო ღირსება ომის შემდეგ.
გარდა ამისა ევროპა ჩემთვის ფასეულია თავისი დემოკრატიულობით. სიტყვა ,,დემოსიც’’კი აქედანაა წარმომდგარი.
ევროპაშია მსოფლიოს უმსხივილესი ბრენდები, ორგანიზაციები და არცაა გასაკვირი რომ მრავალი ქვეყანა ევროკავშირისთვის და ნატოსთვის იბრძვის.ეს ჩინებული მაგალითია იმისა თუ რაოდენ სარგებელის მოტანა შეუძლია ევროპას.
დემოკრატიული საზოგადოება, დემოკრატიული მმართველობის სისტემა ევროპის კულტურასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვიზიდავს, ამ სიტყვის სრულიმნიშვნელობით, ევროპის კულტურა. როდესაც ვსაუბრობთ ევროპული კულტურის შესახებ, ჩვენ არამხოლოდ ხელოვნებას, არამედ ცხოვრების სტილს, პოლიტიკურ კულტურასა და მართვის კულტურასაც ვგულისხმობთ.
რატომაა საჭირო და მნიშვნელოვანი ევროპული ფასეულობების ათვისება?!რატომ ხიბლავს საქართველოს ევროპა? იმიტომ, რომ ევროპამ თავის ისტორიაში ადამიანის ძირითადი ღირებულებები, ადამიანის თავისუფლება და უფლებები, საკმაოდ კარგად გამოხატა. ადამიანი, რომ შემოქმედებითი იყოს, აუცილებელია მისი თავისუფალება.
თავისუფლებაზე რთულია ისაუბრო, რადგან ამ ცნების აღქმა ყველასთვის განსხვავებულია. უმრავლესობის დამოკიდებულება და შეხედულებები თავისუფლებაზე გარკვეულწილად ჩემთვის მისაღებია და ეს “საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას” უკავშირდება, მაგრამ არის ისეთი საკითხებიც რაც ჩვენს რელიგიასთან წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად, ეს ვერ იქნება ჩემთვის ფასეული. რაც შეეხება თანასწორუფლებიანობას, ამ საკითხშიც ევროპული პოზიცია მისაღებია. ევროპელთა უმეტესობა, სწორედ ამისთვის იბრძვის.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპელთა ცხოვრების სტილი და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულებაა. ჩემთვის ფასეულია, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანი და მისი პიროვნულობაა. ფასეულია ის, რომ ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რომლითაც არ ცუნდა ინტერესდებოდნენ. ფასეულია, მათი მაღალი ტოლერანტობის გრძნობა. ფასეულია ევროპელთა უმეტესობის არჩევანი- ” ჯანსაღი ცხოვრების წესი.” ჩემთვის ევროპული ფასეულობა ასევე არის განათლება. ევროპა ცნობილია მსოფლიოს წამყვანი უნივერიტეტებით და ისინი საკმაოდ მაღალი დონის განათლების მიღების საშუალებას იძლევა.
ფასეულობა არის კულტურის, საკუთარი ქვეყნის და ენის პატივისცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპელები საკუთარ ეროვნულ ღირებულებებს აფასებენ და პატივსსცემენ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ნორვეგია, სადაც ვერანაირად წინ ვერ წავა უცხოელი, თუ არ ისწავლის ნორვეგიულ ენას და კიდევ ბევრი მაგალითი ამდაგვარი საფრანგეთში და გერმანიაში.
ევროპული ფასეულობა კიდევ არის პიროვნული პატივისცემა. ევროპა გამოირჩევა ტოლერანტული დამოკიდებულებით პიროვნებისადმი, განურჩევლად სქესისა, ეთნიკურობისა, რასისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა…
თავად ევროპულ ხელოვნებაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ და მოვიყვანოთ მაგალითები არქიტექტურაზე, მუზეუმებზე, შენობა–ნაგებობებზე და ხელოვნებაზე.
ევროპული ფასეულობები საქართველოს ისტორიაში პირველი ოპერით, პირველი თეატრით, პირველი სიმფონიით შეიქმნა. საქართველო თავისი ეროვნული ფასეულობებით და კულტურით ევროპის ოჯახში გახდება მრავალფეროვნების ნაწილი და თავის წვლილს შეიტანს ,,მრავალფეროვან ერთიანობაში.’’
21-ე საუკუნის ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი აზრებისა და იდეოლოგიის გამოხატვაში და ამ მხრივ, ევროპა დიდ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს. ევროპელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს ნებისმიერი გზით, ეს შეიძლება იყოს აქციები, მედია-პრესა და ასე შემდეგ.
ევროპამ მტკივნეული მორალურ-ეთიკური, ისტორიული და ფილოსოფიური კვლევების გზა გამოარა, რის შედეგადაც ცხოვრების სტილის საჭირო, ღირსეულ და სასარგებლო მდგომარეობაში მოყვანა შეძლო. დღესდღეობით ევროპელი ხალხი მრავალსაუკონოვანი გამოცდილებისა და იდეების ნაყოფს იმკის, რადგან, ეს კვლევები, დებატები და შეხედულებები ყოველთვის პრაქტიკული, რეალური და ლოგიკური იყო.

შეფასების კითხვარი


1.კმაყოფილი ხართ თუ არა განხორციელებული აქტივობებით? (სავარაუდო პასუხები აქ) კი არა
  • კი, რა თქმა უნდა საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი.
2.კმაყოფილი ხართ თუ არა ტრენინგებით? კი ? არა ?
  • დიახ, არაჩვეულებრივი ტრენინგები იყო.
3. რომელი იყო ყველაზე საინტერესო დავალება?
  • ყველა დავალება საინტერესო იყო, განსაკუთრებით კი, სტრეოტიპებზე მომეწონა მუშაობა.
4.რა მოგცათ(შეგძინათ) განხორციელებულმა პროექტმა?
  1. ცოდნა. 
  2. შესანიშნავი პიროვნებების (ხელმძღვანელებისა და ტრენერების) გაცნობა.
  3. მეგობრების შეძენა.
  4. პრიზი 🙂
5.პროექტის დასრულების შემდეგ გააგრძელებთ თუ არა შექმნილი ბლოგის მუშაობას? (სავარაუდო პასუხები) კი ? არა ??
  • კი, ისევ გავაგრძელებ ბლოგზე მუშაობს, რადგან ბლოგი არის  ადგილი, სადაც თავისუფლად შემიძლია, ჩემი აზრების დაფიქსირება, ასევე სხვისი აზრების გაგება, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით… მათ მიერ დაწერილი კომენტარების საშუალებით…
 
ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ანი ბაბალაშვილს, ბატონ მერაბ ლაბაძეს, ბატონ პაატა პაპავასა და ელგუჯა მაკალათიას. ასევე ყველა იმ პიროვნებას, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე.

ლეოს კონფლიქტი


загруженное (1)

1.მხარე-დიდი ბიჭები;           2. მხარე- ლეო

 კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)

ლეო 13 წლის გამხდარი, პატარა ბიჭია; როცა ის სათამაშო მოედანზე გადის, მას დიდი ბიჭები ხშირად ჩაგრავენ, ერთხელაც ლეომ ვერ მოითმინა და დიდ ბიჭებს უთხრა, რომ ჩაგვრა დაუშვებელია და ისინი იქცევიან, როგორც გაუნათლებელი პრიმიტივები. პასუხად დიდმა ბიჭებმა ლეო სასტიკად სცემეს. ფიზიკურ ძალადობას შეესწრო ლეოს მეგობარი, რომელიც ამ დროს შევიდა სათამაშო მოედანზე. პატარა ბიჭის ცემის ფაქტს შეესწრნენ მოზრდილებიც, რომლებიც მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდნენ.

კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები

1.ლეოს მეგობარი აუცილებლად უნდა ჩაერიოს ჩხუბში, რადგან ლეო ფიზიკურად სუსტი ბავშვია, ასევე ასაკობრივადაც მცირეწლოვანია, მას ძალიან სჭირდება, თავისი მეგობრის მხრიდან დახმარების ხელის გაწვდენა, თუმცა მისმა მეგობარმა, ჯერ უნდა სცადოს მოლაპარაკებით კონფლიქტის მოგვარება, თუ კი მოლაპარაკებითაც, ვერ მოაგვარა კონფლიქტი ამ შემთხვევაში მისმა მეგობარმა უნდა წაიყვანოს ლეო იმ ადგილიდან, სადაც დაიწყო კონფლიქტი.

2.მოზრდილები, რომლებიც პატარა ბიჭის ცემის ფაქტს შეესწრნენ უნდა ჩაერიონ კონლიქტში. მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მოაგვარონ არსებული კონლიქტი, მოლაპარაკების გზით გააგებინონ დიდ ბიჭებს, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მართლაც ცუდი საქციელია… შესაძლებელია დიდმა ბიჭებმა ყურდღებაც არ მიაქციონ, მოზრდილების ნათქვამს, მაგრამ საბოოლოდ, კონლიქტი დროებით მოგვარდება, რადგან დიდ ბიჭებს არ აქვთ იმის ძალა, რომ  გადავიდნენ ფიზიკურ შეტევაზე ლეოს მიმართ. მოზრდილებს, ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ დიდი ბიჭების მშობლებს და გააგებინონ მათი შვილების ცუდი საქციელის შესახებ, ამ ხერხით შესაძლებელია, სამუდამოდ თავი დაანებონ ლეოს დაჩაგვრას.

3. ლეომ უნდა დააამყაროს დისტანცია იმ ბიჭებთან, ეცადოს არ მიაქციოს ყურადღება მათ, შეძლებისდაგვარად ხშირად არ წავიდეს იმ სათამაშო მოედანზე, სადაც ისინი იმყოფებიან. თავისუფალი დრო გაატაროს თავისი მეგობრების გარემოცვაში. ხოლო, როდესაც მოუნდება სათამაშო მოედანზე წასვლა და თამაში აუცილებლად წავიდეს, რადგან თუ კი იგი არ წავა იმ მოედანზე და შიში ექნება დიდი ბიჭების მიმართ, მაშინ იგი ჩავარდება დეპრესიაში და დაკარგავს საკუთარ მეს, ამიტომაც ყველაზე კარგი გამოსავალია, ვინმე ასაკით უფროსს ახლობელთან ერთად წავიდეს მოედანზე, ამ შემთხვევაში კი, მას დიდი ბიჭები ვეღარ დაჩაგრავენ.

გადაჭრის გზების შეფასება

1. პირველ შემთხვევაში, არსებული კონლიქტი მოგვარდება, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი იქნება.

2. მეორე ხერხის დროსაც მოგვარდება კონფლიქტი, მაგრამ შესაძლებელია, კიდევ განმეორდეს იგივე საქციელი დიდი ბიჭების მხრიდან…

3. მესამე შემთხვევის დროს კონფლიქტი მოგვარდება, მითუმეტეს ყველაზე ნაკლებ ფსიქოლოგიურ ტრამვას მიიღებს ლეო. ასევე ყველაზე კარგი ის იქნება, რომ არავინ არ ეტყვის დიდ ბიჭებს, მეორედ არ ჩაიდინოთ იგივე საქციელი, რადგან უკვე თვითონ მიხვდებიან, რომ მეორედ ვერ დაჩაგრავენ მას, რადგან მასაც ჰყავს უფროსი ახლობელი, მოკლედ ვერ გაბედავენ.

 კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა

არსებული კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა მესამე ხერხია, რადგან ლეომ წაგებულად არ ჩათვალოს თავს.

 კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

ჩვენს მიერ არჩეული კონფლიქტის გადაჭრის გზა, ყველაზე ეფექტურია. ზემოთხსენებული ხერხის გამოყენების დროს, დიდი ბიჭები ისწავლიან ჭკუას, მიხვდებიან, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ მათზე სუსტების დაჩაგვრა.

ამ ხერხის საშუალებით ლეო კმაყოფილი დარჩება, დაცული იქნება საფრთხისგან და ასევე, ფსიქოლოგიურადაც ძლიერი იქნება.

ჩემი პირადი კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები


images

მოთხოვნების დაფიქსირება.

 1. დედა: სურს, რომ მე ჯერ არ ავიღო მართვის მოწმობა.

 2.მე: სურვილი მაქვს ჩავაბარო გამოცდა და ავიღო მართვის მოწმობა.

 კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)

მე და დედაჩემს გვაქვს კონფლიქტი. მოკლედ, მე ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი გამაჩნია მანქანების მიმართ… მსურს, რომ კარგად ვისწავლო მანქანის ტარება და ასევე ვისწავლო საგზაო ნიშნები ანუ თეორიის ცოდნაც მსურს, მე ვთვლი, რომ წელს უნდა ჩავაბარო მართვის გამოცდა, რადგან სასკოლო პროგრამა წელს ადვილი მაქვს და ვასწრებ, ასევე ვფიქრობ, რომ მომავალ წლებში ურთულესი სასკოლო პროგრამის გამო საკმარისი დრო არ მექნება, მოვემზადო მართვის გამოცდისთვის… დედამ კი თვლის, რომ სახიფათოა ადრეულ ასაკში მანქანის ტარება.

 

კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები

1. თუ კი დედამ ძალიან მკაცრად იცავს თავის პოზიციას, ამ დროს უბრალოდ გადავდო კამათი სხვა დროისთვის.

 

2. დედამ გამოიყენოს, ემპათიის გრძნობა და პატივისცეს ჩემს გადაწყვეტილებას, ანუ შეეგუოს.

 

3. მე დავაბალანსო ჩემი სურვილები, და არ შევეწინააღმდეგო მას.

 

4. მე გამოვიყენო ჩემი პოზიტიური ლექსიკა და დავარწმუნე დედაჩემს, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, ახლა თუ დავიწყებ გამოცდისათვის მომზადებას.

 

5. ვიპოვო მესამე პირი, და ვთხოვო, არსებული კონფლიქტის სამართლიანად გადაწყვეტა.

 

გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1.  მხარე 2

1.პრველ შემთხვევაში მართალია, კონფლიქტი გადაიჭრება მაგრამ, ეს მხოლოდ დროებითი იქნება.

 

2.მეორე შემთხვევაშიც კონფლიქტი გადაიჭრება, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ჩემი ინტერესები დაცული იქნება, დედა კი წაგებულად ჩაითვლება. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მხარე ჩაითვლება გამარჯვებულად.

 

3. მესამე შემთხვევის დროსაც მოგვარდება პრობლემა, თუმცა მე წაგებულად ჩავითვლები, ანუ მხოლოდ დედის ინტერესებს გავითვალისწინებ…

 

4. მეოთხე შემთხვევის დროს ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, რადგან მე ყველანაირად შევცდები დედაჩემისთვის მოვიყვანო ისეთი არგუმენტები, რის თანახმადაც თვალსაჩინო იქნება ჩემი სურვილის დადებითი მხარეები. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დედაჩემი დარწმუნდება, რომ არაფერი საზიანო შედეგი არ მოჰყვება ჩემს გადაწყვეტილებას. ამ ხერხის საშუალებით გამარჯვებულად მე ჩავითლები, თუმცა დედაჩემიც არ ჩაითვლის თავს წაგებულად.

 

5. მეხუთე შემთხვევის დროს ზემოთხსენებული მესამე პირი, არის მამაჩემი. მას შეუძლია ეს პრობლემა გადაწყვიტოს სამართლიანად. მე მოვყვები მას, ჩემს არგუმენტებს და დედაჩემმაც მოიყვანს ის არგუმენტებს, რომელებიც ასაბუთებს მისი პოზიციის ჭეშმარიტებას.

 

 კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა

ზემოთხსენებული კონფლიქტის გადასაჭრელად მე-4 და მე-5 საუკეთესო გზებია, თუმცა მხოლოდ ერთი გზა უნდა ავირჩიოთ, ჩვენს სიტუაციაში საუკეთესო გზა კი მეხუთეა.

 

 კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

 

ჩვენს მიერ არჩეული საუკეთოსო გზა კონფლიქტის გადასაჭრელად, ყველაზე ეფექტიანია, რადგან უკვე ვისარგებლე ამ მეთოდით და საკმაოდ კმაყოფილი ვარ, მეორე მხარე, ანუ დედაჩემიც კმაყოფილი დარჩა. მესამე პირის, ანუ მამაჩემის გადაწყვეტილება ასეთი იყო: ”შვილო იარე ავტოსკოლაში, ისწავლე წესები კარგად, ისწავლე ტარებაც კარგად და ბოლოს როდესაც საკმაოდ მზად იქნები გამოცდისათვის წადი და ჩააბარე, თუ კი ჩააბარებ პირველივე ჯერზე კი ბატონო კარგი იქნება, მაგრამ თუ ვერ ჩააბარებ პირველივე ჯერზე ჩვენ არ მოგცემთ მეორე შანსს, რომ მეორედ გახვიდე და სცადო ჩაბარება.” დაეთანხმა დედაჩემმაც, რა თქმა უნდა მეც დავეთანხმე მამაჩემს.

images (1)

ამჟამად დავდივარ ავტოსკოლაში ვსწავლობ თეორიასა და პრაქტიკას, თუმცა მამაჩემმა მასწავლებელს გააფრთხილა, რომ ერთ კვირაში ,,პაროლით” არ ასწავლო თეორია, აქვს დრო, ასწავლე ჩვეულებრივ წესები…

ანუ საბოლოოდ, მოგვარდა კონფლიქტი და ორივე მხარე კმაყოფილი ვართ.

კონფლიქტის მოგვარება


imagesდედა და მამა ვერ მორიგებულან , თუ რა რეაქციით უპასუხონ მათი ორი წლის შვილის ხმაურს. მამა თვლის რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს ქცევის წესები; მას სურს სახლში სიწყნარე, რადგან მისი სამსახური ძალიან დამღლელია. დედა კი თვლის, რომ არ შეიძლება ორი წლის ბავშვს მუდმივად აუკრძალო ხმაური და ტირილი, რადგან ეს მის განვითარებას შეაფერხებს….

მოთხოვნების დაფიქსირება.

 1. მამა: სახლში სიწყნარე .                                    2. დედა: თავისუფლება ბავშვისთვის

2. კონფლიქტის განსაზღვრება (რაში მდგომარეობს კონფლიქტი?)

დედა და მამა ვერ მორიგებულან , თუ რა რეაქციით უპასუხონ მათი ორი წლის შვილის ხმაურს. მამა თვლის რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა იცოდეს ქცევის წესები; მას სურს სახლში სიწყნარე. დედა კი თვლის, რომ არ შეიძლება ორი წლის ბავშვს მუდმივად აუკრძალო ხმაური და ტირლი.

3. კონფლიქტის გადაჭრის ალტერნატული გზები

 

1.მამა შეეგუოს არსებულ სიტუაციას.

2. როდესაც მამა სამსახურიდან ბრუნდება, ბავშვს მეტი ყურადღება და სითბო უნდა აგრძნობინოს, მეტი დრო დაუთმოს თავის შვილს, ამით ბავშვის აგრესიულობა საგრძნობლად შემცირდება, შედეგად კი ბევრს არ იხმაურებს და არ იტირებს.

ბავშვთან ერთად ითამაშოს ისეთი თამაშები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ასეთი თამაშების თამაშის შემდეგ კი ხმაურის აკრძალვა არც კი დასჭირდება მამას… თამაშის შედეგად ბავშვი უფრო წყნარ და ჭკვიან პიროვნებად ჩამოყალიბდება.

3. ზოგადად, დედ-მამამ არ უნდა უყურონ პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ჩარჩოებიდან, ხშირად ჩვენ გვგონია, რომ კონკრეტულმა მოვლენამ სხვაშიც იგივე გრძნობები უნდა გამოიწვიოს, რაც ჩვენში. პრობლემას ვერ გადავწყვეტთ სხვისი სუბიექტური რეალობის შეცვლის გზით. პრობლემის მოგვარება იწყება მაშინ, როდესაც მზად ვართ, გავუგოთ სხვას და ვაღიაროთ მისი სუბიექტური აზრი.

აქედან გამომდინარე დედამ თავისი თავი წარმოიდგინოს სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი მამის ადგილას და ამიტომაც, როდესაც მამა სახლში დაბრუნდება მაქსიმალურად იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვმა არ იხმაუროს და არ იტიროს, ამ პროცესის წარმატებულად შესრულებისათვის კი საჭიროა უამრავი სათამაშოები. სათამაშოების საშუალებით კი ბავშვი გამხიარულდება და თავისი ტირილით არ შეაწუხებს მამამისს.

4. მშობლებმა წაიკითხონ ბავშვის სრულყოფილად აღზრდისათვის საჭირო წიგნები, წიგნების საშუალებით მიხვდებიან, უნდა აუკრძალონ თუ არა ხმაური ბავშვს.

4. გადაჭრის გზების შეფასება: მხარე 1, მხარე 2

1.პირველ შემთხვევაში პრობლემა მოგვარდება, თუმცა მამა თავს წაგებულად ჩათვლის, რადგან მისი მოთხოვნები მაინც, არ დაკმაყოფილდება

2.მეორე შემთხვევაში დედა გამარჯვებულად ჩაითვლება, რადგან მისი ბავშვის განვითარებას, არანაირი გარე ფაქტორი ზიანს არ აყენებს. მამაც გამარჯვებულად ჩაითვლება, რადგან მათ სახლში შემცირდება შემაწუხებელი ხმაური, რასაც ბავშვი იწვევდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ისაა, რომ ეს რჩევა სასარგებლო იქნება ბავშვის სრულყოფილად ჩამოყალიბებისათვის.

3.მესამე რჩევის შედეგად პრობლემა მოგვარდება, მამა ჩაითვლება გამარჯვებულად. დედა კი დაამყარებს ემპათიას, ანუ მამის პოზიციას გაითვალისწინებს.

4.მეოთხე მეთოდიც საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებს. განათლების შედეგად სწორ გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებენ, და კონფლიქტიც მალევე მოგვარდება.

5. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა

კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა არის მეორე რჩევა:. როდესაც მამა სამსახურიდან დაბრუნდება, ბავშვს მეტი ყურადღება და სითბო უნდა აგრძნობინოს, მეტი დრო დაუთმოს თავის შვილს, ამით ბავშვის აგრესიულობა საგრძნობლად შემცირდება, შედეგად კი ბევრს არ იხმაურებს და არ იტირებს.

მამამ ჯერ არ ასწავლოს სრულყოფილად ქცევის წესები, სჯობს რამდენიმე პერიოდი, სანამ ბავშვი ჩამოყალიბდება მანამდე მასთან ერთად ითამაშოს ისეთი თამაშები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განვითარებას. ასეთი თამაშების თამაშის შემდეგ კი ხმაურის აკრძალვა არც კი დასჭირდება მამას… თამაშების შედეგად უფრო წყნარ და ჭკვიან ბავშვად ჩამოყალიბდება.

6. კონფლიქტის გადაჭრის ეფექტურობის გადამოწმება

საკმაოდ ეფექტიანია ზემოთხსენებული კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზა, არანაირ წაგებას არ განიცდის არცერთი მხარე, საბოლოოდ ორივე მხარე კმაყოფილი რჩება.

გონების სავარჯიშოები


загруженное (1)

1) რამდენიმე ათწლეულის წინ ჟურნალ ნიუსვიკის გარეკანზე გამოსახული იყო მაგნიტოფონი, ერთი შენობა და წარწერა „იქსის ჩანაწერები“. ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ წარწერაში ჩვენს მიერ გამოტოვებული სამი ასო და დაწერეთ თავდაპირველი ვარიანტი.
2) ბრიტანულმა პარლამენტმა მაღაზიათა ქსელი მარკს ენდ სპენსერი მოდიფიცირებული იქსების გამოყენებაში დააანაშაულა. იაპონიის მეტროებში თვითმკვლელობების შესამცირებლად პლატფორმებზე იქსები დაამონტაჟეს. დაგვისახელეთ იქსი.

3)კიპლინგის ნაწარმოების პერსონაჟები ლიროიდი, მალვენი და ორტერისი თავიანთ ქვედანაყოფში ყველაზე მოხერხებულები არიან და მუდამ მზად არიან თავგადასვლებისთვის. ნაწარმოების დასახელება ემთხვევა სხვა 1844 წლის პოპულარული ნაწარმოების სათაურს. დაწერეთ ეს სათაური.

Continue reading

თქვენ დაასათაურეთ!


ძვირფასო მკითხველებო, პირველ რიგში უყურეთ მოცემულ ვიდეოს, შემდეგ კი ამ ვიდეოდან გამომდინარე დაასათაურეთ, რაც შეიძლება ორიგინალურად. ვინც კი ყველაზე ორიგინალურ სათაურს მოიფიქრებს, მის სასურველ თემაზე პოსტს დავწერ და დავპოსტავ.

 

 

მაშ ასე მიგვაწოდეთ თქვენი იდეები, ბოლოს ვნახოთ ვინ მოიგებს 🙂

წმინდა ვალენტინის დღე



images

 

წმინდა ვალენტინის დღე, ან შეყვარებულების დღესიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება. ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიებში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა.

ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღინიშნავს, შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს.

загруженное (1)

ისტორია

 

ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს ძველი რომიდან იღებს

ლუპერკალია – ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნასადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული იყო. ეს დღე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ყოველი წლის 14 თებერვალს Lupercalia-ს დღეს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს მიერეკებოდნენ ქალაქში. როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი მამაკაცები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს ცემდნენ. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახლდათ რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ; ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო.

494 წელს რომის პაპმა გელასიუს პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი 1თებერვალს სიყვარულის დღედ მიიჩნევდა.

ვალენტინი 269 წელს რომის იმპერატორმა კლავდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა 14 თებერვალს ქრისტიანული წესების აღსრულების გამო. ლეგენდის თანახმად, მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი; ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა. ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს.

 

თანამედროვეობა

1969 წელს ეს დღე კალენდარში შეიტანეს. ამგვარად, ყოველ 14 თებერვალს კათოლიკე ბიჭები უძღვნიან გოგონებს სასიყვარულო ბარათებს ”ვალენტინებს”. ასე ჩაანაცვლა ცრუმორწმუნე აღვირახსნილი ლუპერკალიის დღესასწაული წმინდა ვალენტინის ხსენების დღემ, რომელიც თავის სიყვარულს ლამაზი ბარათით გამოხატავდა და წმინდა ქორწინების გულისთვის სიკვდილით დასაჯეს.

მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა.

wikipedia.com

გილოცავთ ვალენტინობის დღეს 🙂

რა უნდა გაკეთდეს სტერეოტიპების დასაძლევად?!


დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe ;)

დააკლიკეთ სურათზე. Foto by Aishe 😉

უარყოფითი სტერეოტიპები მავნეა ადამიანებისათვის, იგი უცოდინრობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.


პირველ რიგში, უარყოფითი სტერეოტიპების დასაძლევად საჭიროა, კონკურეტული სია შევქმნათ. სიაში ჩაწერეთ ის სტერეოტიპები, რომლებიც თქვენ არ მოგწონთ და ნელ-ნელა შეუდექით საქმეს. რიგ-რიგობით გაანადგურეთ თქვენში არსებული სტერეოტიპები. გაინტერესებთ როგორ?

1.ყოველი გაგონილი ნათქვამის ნუ გვჯერათ!    

  • გარკვევით შეამოწმეთ წყარო, რომლის მეშვეობითაც თქვენში გაჩნდა ამა თუ იმ სახის სტერეოტიპი, დარწმუნდით იმაში, რომ თუ რამდენად ჭეშმარიტია თქვენი სტერეოტიპი. ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანადგუროთ უარყოფითი კულტურული სტერეოტიპი.

2.გარკვეული ერის ყოველი წარმომადგენელი ერთნაირი არ არის!

  • უნდა გახსოვდეთ, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, როგორც საკუთარი პიროვნული თვისებებით ისე აზროვნების სტილითაც.

 

3.სამეგობრო წრის გაფართოებით!

  • იყავით კომუნიკაბელური და მეგობრული პიროვნება, შეიძინეთ სხვადასხვა ეროვნების მეგობრები, მათთან ურთიერთობის პერიოდში საშუალება გექნებათ, რომ გაანადგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გარკვეული ეთნოსის მიმართ გაგაჩნიათ.

4. ჩვენი თავი სხვის ადგილას წარმოვიდგინოთ!

  • თქვენს მიერ წინასწარ შექმნილი უარყოფითი სტერეოტიპის დასაძლევად საჭიროა, შეძლებისდაგვარად თქვენი თავი წარმოიდგინეთ იმ პიროვნების ან ჯგუფის ადგილას.

5. დამოუკიდებელი აზროვნებით.

  • გქონდეთ საკუთარი დამოუკიდებელი აზროვნება, ამისათვის კი საჭიროა, გქონდეთ განათლება და ცოდნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. განათლებისა და ცოდნის მიღებისათვის კი, წიგნების კითხვა და ინფორმაციების მოძიებაა საჭირო, ამ ყველაფრისთვის კი უნდა იყოთ ზედმეტად ცნობისმოყვარე პიროვნება. 

ამ პუნქტის საშუალებით თქვენ შეძლებთ გაანდაგუროთ სტერეოტიპი, რომელიც გაგაჩნიათ გარკვეული რელიგიის მიმართ.